სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.

17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და  არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.

18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.

მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ფონდმა „სოხუმმა“ თერჯოლაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტის მონაწილე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება პროფესიული გადამზადების კურსები: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.

15 მარტს ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

  

 

დამთავრდა ტრენინგების ციკლი ზუგდიდში. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ბოლო, მეექვსე ტრენინგი. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების შამგონა, ცაიში, ცაცხვი, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ჯიხაშკარი, ახალკახათი,  კოკი - წარმომადგენლებმა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ოჯახში ძალადობისპრევენციისათვის.

ამგვარად, დასრულდა პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).

ტრენინგების პარალელურად ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა გამოკითხვა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ამჟამად მიმდინარეობს შეჯამება. მალე მომზადდება ანალიზი და გამოიცემა კიდეც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

         

ფონდი „სოხუმი“ 10 წელზე მეტია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამ თანამშრომლობის  შედეგია ის, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ფონდის მწვრთნელები პერიოდულად ატარებენ ტრენინგებს გენდერულ თემაზე.

მარტსა და აპრილში გაიმართა ტრენინგების კიდევ ერთი ციკლი - 16 ტრენინგი  გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე. ტრენინგებს დაესწრო 320 ადამიანი - საბავშვო ბაღების და კულტურული დაწესებულებების, ადგილობრივი სტრუქტურების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ტრენინგებმა აჩვენა ამ კუთხით მუშაობის ეფექტურობა და გავლენა გენდერულ სტერეოტიპებზე.

1 2 3

12 დეკემბერი - განსაკუთრებული დღეა ფონდი „სოხუმისთვის“. ფონდი „სოხუმი“ - პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო საერთაშორისო პრიზი ადამიანის უფლებების სფეროში.

საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის პრიზის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ. პრიზი გადასცა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა პასკალ მენიემ.

ცერემონია გაიმართა თბილისში საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.   

მისამართი: საქართველო, ქუთაისი 4600. მგალობლიშვილის ქ. №6 
ტელ: (+995 431) 27-29-02; 
ტელ/ფაქ:(+995 431) 27 13-68 
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
სკაიპი: fund.sukhumi

 

 

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობა 
მისამართი: საქართველო, თბილისი 0194. მიცკევიჩის ქ. 29/29ა მეორე სართული, საოფისე ფართი #2 
ტელ: (+995 5 99) 73 47 57; 
ტელ/ფაქ:(+995 5 74) 73 47 578 
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ვინა ვართ ჩვენ:
 
ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა. 
მას შემდეგ, რაც დევნილები გავხდით, უამრავ პრობლემას შევეჯახეთ. მათი მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვეძლო. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები იყო ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს აწუხებდათ.
 
ფონდის დამფუძნებლები:
 
 
Alla         mer      Nanuli Ramishvili       Zhanna Chabukian
ალლა გამახარია             მერი გელაშვილი      ნანული რამიშვილი          ჟანა ჭაბუკიანი
 
ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი, ჟანა ჭაბუკიანი.
ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
 
ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ორგანიზაციის ხედვა:
 
გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი გარემოს მიღწევა. 

ორგანიზაციის სტრუქტურა:

ფონდის მართვას ახორციელებს გამგეობა და მისი თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს წესდებითა და შინაგანაწესით. გამგეობა მუდმივმოქმედი სამუშაო ორგანოა და შედგება 5 წევრისაგან. გამგეობის წევრები სამ თვეში ერთხელ იკრიბებიან, როცა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე ალლა გამახარია.
ორგანიზაცია შედგება 28 თანამშრომლისაგან. ორგანიზაციის ყველა წევრი აქტიურად მუშაობს აქტივისტებთან და მოხალისეებთან. 
ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებს ფონდის თავმჯდომარე.
პერსპექტიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება ორგანიზაციის გამგეობის საერთო კრებებზე.


ძირითადი მიმართულებები, რომლითაც მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია:
 
 
  • * ქალი და გენდერული თანასწორობა
  • * ქალი და მშვიდობის მშენებლობა
  • * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება
  • * ახალგაზრდებთან მუშაობა

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის სახეები:

  • * სამოქალაქო განათლება
  • * კვლევა
  • * ინფორმირება
  • * ადვოკატირება

 

  1. პერსონალური კომპიუტერის/ლეპტოპის საშუალებით - ინტერნეტ ბრაუზერში
  2. პერსონალური კომპიუტერის/ლეპტოპის საშუალებით - Zoom-ის პროგრამის დაინსტალირების შემდეგ
  3. სმართფონით/პლანშეტით - აპლეკაციის დაინსტალირების შემდეგ

მოცემულ სტატიაში განხილული იქნება მეორე და მესამე გზა. პირველი მეთოდი ძალზედ ადვილია ტექნიკური კუთხით მაგრამ არ გამოირჩევა სტაბილურობით, აუდიო და ვიდეო ნაკადების მაღალი ხარისხით. ასევე უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი სისტემური მოთხოვნები.

პლათმორმით პრობლემის გარეშე სარგებლობისათვის აუცილებელია გამართული მოწყობილობა და უწყვეტი ინტერნეტ შეერთება. 

განვიხილოთ მეორე მეთოდი: - კონფერენციაში ჩართვა კომპიუტერის საშუალებით

1. საჭიროა გადმოვწეროთ პროგრამა   Download

1

 

2. გადმოწერის შემდეგ აუცილებელია მისი გახსნა - პირველად გახსნისას მოხდება პროგრამის ავტომატური ინსტალაცია 

2

3. დაინსტალირების შემდეგ გაიხსნება ფანჯარა:

 3

ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება Join a Meeting. რაც მოგვცემს საშუალებას მივუერთდეთ კონფერენციას. ამისათვის გვჭირდება შევიყვანოთ ოთახის იდენტიფიკატორი და ჩვენი სახელი

4

Join ღილაკით ვუერთდებით კონფერენციას, სისტემა ჩართავ ვიდეოთვალს და გვიჩვენებს გამოსახულებას 

5

შესაბამისად შეგვიძლია ჩავეროთ როგორც ვიდეოთვალით ასევე მის გარეშე, ვირჩევთ შესაბამის ღილაკს და ვაგრძელებთ ჩართვას.

 

მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი დაგვთანხმდება ჩვენ უკვე ვხვდებით ზუმის ფანჟარაში. მოკლედ გავეცნოთ ინტერფეისს:

6

 

p.s. თუ მიკროფონის ჩართვა გამორთვის ღილაკი არ ჩანს, ასევე არ ისმის მონაწილეთა საუბარი და არც თქვენი ხმა ისმის, დათანხმდით კომპიუტერის აუდიო სისტემით ჩართვას

7

 

 

განვიხილოთ მესამე მეთოდი - მობილური ტელეფონით ან პლანშეტით ჩართვა

 აუცილებელია გადმოვწეროთ აპლიკაცია - ანდროიდის სისტემის მქონე ტელეფონებიზე >>>> https://play.google.com/store/apps/details?id=us.zoom.videomeetings

 App Store ბმული >>> https://apps.apple.com/us/app/id546505307

მიყევით ფოტო ინსტრუქციას : 

დააინსტალირეთ აპლიკაცია

8

გახსენნით და დააჭირეთ კონფერენციაზე შესვლას

 9

 შეიყვანეთ იდენტიფიკატორი და თქვენი სახელი

 10

საჭიროა ავირჩიოთ აუდიო მოწყობილობა - ვაჭერთ

ყურსასმენს  

12

და ვირჩევთ მოწყობილობის აუდიო სისტემას 

11

ვაძლევევთ დაშვების უფლებას მიკროფონს 

13

მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში ვისი ან რომელი ორგანოს მიერ ხდება                                                                   ალიმენტის დანიშვნა და მისი ოდენობის განსაზღვრა?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახმად, მშობლებს აქვთ ბავ­შვის რჩე­ნის ვალ­დებულება. გან­ქორ­წი­ნების შემთხვე­ვა­ში ალი­მენ­ტის ოდე­ნობას გან­საზ­ღვრა­ვენ მშობლები ურ­თი­ერ­თშე­თანხმებით. თუ მშობლები ვერ შე­თანხმდებიან ალი­მენ­ტის ოდე­ნობაზე, მა­შინ და­ვას გა­დაწ­ყვეტს სა­სა­მარ­თლო, გო­ნივ­რუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სების სა­ფუძველ­ზე შვი­ლის ნორ­მა­ლუ­რი რჩე­ნა-აღ­ზრდი­სათ­ვის აუ­ცი­ლებელ მოთხოვ­ნა­თა ფარ­გლებში. ალი­მენ­ტის ოდე­ნობის გა­ნ­საზ­ღვრი­სას სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლობაში იღებს რო­გორც მშობლების, ისე შვი­ლის რე­ა­ლურ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რეობას. მშო­ბელს, რო­მე­ლიც იხდის ალი­მენტს, შეიძლება მო­ნა­წი­ლეობა და­ე­კის­როს და­მა­ტებით ხარჯებში, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გან­სა­კუთ­რებული გა­რე­მოებებით (ბავ­შვის მძიმე მდგო­მა­რეობა, და­სახიჩ­რება და სხვა.)

განქორწინების შემთხვევაში ეკუთვნის თუ არა წილი ცოლს იმ ქონებიდან, რომელიც ქმარს აჩუქეს დაქორწინებამდე?

საქართველოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახმად, თი­თო­ე­უ­ლი მე­უღ­ლის სა­კუთ­რებას წარ­მო­ად­გენს:

ქო­ნება, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მათ­განს ეკუთ­ვნო­და და­ქორ­წი­ნებამ­დე და ქო­ნება, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნების გან­მავ­ლობაში მი­ღებულია მემ­კვიდ­რეობით ან ჩუ­ქებით.

აქედან გამომდინარე, ქონება ითვლება მეუღლის (მამაკაცის) საკუთრებად და მასზე პრეტენზია არ დაიშვება.

რა არის პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი?

 

პირს დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი ჩა­მო­ერ­თმე­ვა, თუ მან სტა­ტუ­სი მი­ი­ღო ყალბი საბუთებისა და ყალბი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარდგე­ნის სა­ფუ­ძველ­ზე. სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კითხს წყვეტს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო, ხოლო დევნილის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა ხდება სა­სა­მარ­თლოს მი­ერ.

ვინ მიიჩნევა მარტოხელა დედად?

მარ­ტოელა დე­დად მი­იჩ­ნე­ვა:

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქერო­მე­ლიც ზრდის არა­რე­გის­ტრი­რეული ქორ­წი­ნეიდან დაადეულ ბავ­შვეთუ დაადეის მოწ­მოაში შეტანი­ლი არ არის ჩა­ნა­წე­რი ბავ­შვის მა­მის შე­საბ  და რო­მე­ლიც იღესსაელ­მწი­ფო დამა­რეას ბავ­შვის მოვ­ლა-პატ­რო­ნოისა და აღზრდისათ­ვის;

შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის დე­დათუ დე­და ბავ­შვის აყ­ვა­ნის მო­მენ­ტი­სათ­ვის არ ყ­ფი­ლა რე­გის­ტრი­რეულ ქორ­წი­ნეაში.

რა ღონისძიებებს მოიცავს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპი?

მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს შემ­დეგ ღო­ნისძიებებს:

იმ დევ­ნილ­თა დახმა­რება, რომ­ლებიც ცხოვ­რობენ კერძო სექ­ტორ­ში

იმ დევ­ნილ­თა  პი­რობების  გა­უმჯობესება, რომ­­­ლებიც უარს იტ­ყვი­ან კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლებულ ობიექ­ტებში არ­სებული ფარ­თების სა­კუთ­რებაში მი­ღებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა რე­გი­ონ­ში ახალი საცხოვ­რებელი სახლების აშე­ნება.

მაინტერესებს ოჯახური ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში პოლიციას რა უფლებები გააჩნია?

 

პო­ლი­ცია ვალ­დებულია ოჯახში ძალა­დობის ფაქ­ტის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღების შემთხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებლივ მოახდი­ნოს რე­ა­გი­რება და გა­ნახორ­ცი­ე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული ღო­ნისძიებები. შეტ­ყობინების მი­ღების შემთხვე­ვა­ში პო­ლი­ცია ვალ­დებულია და­უ­ყოვ­ნებლივ  გა­მოცხად­დეს შემთხვე­ვის ად­გილ­ზე, მიუხედა­ვად იმი­სა, პო­ლი­ცი­ის ორ­გა­ნოებს მი­მარ­თა და­ზა­რა­ლებულ­მა, ძალა­დობის მოწ­მემ თუ სხვა პირ­მა.

რა მოქმედების განხორციელების ვალდებულება ეკისრება პოლიციას ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში?

 ძალა­დობის ფაქ­ტის არ­სებობის შემთხვე­ვა­ში პო­ლი­ცია ვალ­დებულია:

ა) მი­ი­ღოს ზო­მები ოჯახში ძალა­დობის ფაქ­ტის აღ­საკ­ვე­თად;

ბ) გან­ცალ­კე­ვებულად გა­მო­კითხოს ოჯახში ძალა­დობის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი, მოწ­მე, მოძალა­დე, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნი, რაც წე­რი­ლობით უნ­და და­ფიქ­სირ­დეს;

გ) ოჯახში ძალა­დობის მსხვერპლს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მი­სი უფ­ლებების შე­სახებ;

დ) მსხვერ­პლის მოთხოვ­ნით ან გა­და­უ­დებელ შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი გა­დაყ­ვა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში;

ე) მსხვერ­პლის მოთხოვ­ნით ან გა­და­უ­დებელ შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი ან/და ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში;

ვ) მსხვერ­პლის სხვა ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნის შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი საცხოვ­რებელი ად­გი­ლი­დან პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­როების ნივ­თებისა და სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტების წა­მო­ღება;

ზ) უზ­რუნ­ველ­ყოს იმ პი­რის უსაფრთხოება, რო­მელ­მაც გა­ნაცხადა ძალა­დობის ფაქ­ტის შე­სახებ;

 თ) კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­თა და პი­რობებით გას­ცეს შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რი.

 

მაინტერესებს, მოძალადე მშობელს აქვს თუ არა უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან?

 გან­გი­მარ­ტავთ, რომ ოჯახში ძალა­დობის ფორ­მების არ­სებობისას ოჯახის წევ­რის, მე­ურ­ვეობისა და მზრუნ­ვე­ლობის ორ­გა­ნო­სა და თვით 14 წლის ასაკს მიღ­წე­უ­ლი არას­რუ­ლწლო­ვა­ნის მი­ერ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის მოთხოვ­ნით სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მი­მარ­თვის შემთხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო გა­ნიხილავს არას­რულ­წლო­ვან­თან მოძალა­დე მშობლის/მშობლების ურ­თი­ერ­თობის სა­კითხს. ხოლო არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძალა­დობის კვა­ლის არ­სებობისას სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შეიძლება და­ის­ვას დროებითი ღო­ნისძიების სახით მოძალა­დე მშობლი­სა­გან/მშობლებისა­გან არას­რულ­წლოვ­ნის გან­ცალ­კე­ვების სა­კითხი სა­სა­მარ­თლოს მი­ერ საბოლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლების მი­ღებამ­დე. ასეთ შემთხვევა­ში სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის გა­დაწ­ყვე­ტა.

 მაინტერესებს, რას ნიშნავს კრიზისული ცენტრი?

კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრი - ოჯახში ძალა­დობის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა და მსხვერ­პლთა დროებითი გან­თავ­სების ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ემ­სახურება ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სო­ცი­ა­ლურ რეაბილი­ტა­ცი­ას, პირ­ვე­ლად და გა­და­უ­დებელ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურებასა და სა­მარ­თლებრივ დახმა­რებას. კრი­ზი­სულ ცენ­ტრში პი­რის (მას­ზე და­მო­კი­დებული პი­რების) გან­თავ­სება შე­საძლებელია მსხვერ­პლის სტა­ტუ­სის გან­საზ­ღვრამ­დე და სტა­ტუ­სის გან­საზ­ღვრის შემ­დეგ, იმ შემთხვე­ვა­ში, თუ მსხვერ­პლი არ გა­მოთ­ქვამს თავ­შე­სა­ფარ­ში მი­სი საცხოვ­რებლად გან­თავ­სების სურ­ვილს და სა­ჭი­როებს მხოლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სო­ცი­ა­ლურ რეაბილი­ტა­ცი­ას ან/და სა­მარ­თლებრივ დახმა­რებას ან/და პირ­ვე­ლად და გა­და­უ­დებელ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურებას თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რების გა­რე­შე.

მაინტერესებს, როდესაც ძალადობის შემთხვევა არის დაფიქსირებული და გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, შესაძლებელია თუ არა მხარეთა შერიგება? და რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს ამას?

გან­გი­მარ­ტავთ, რომ ასეთ შემთხვე­ვა­ში შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რის მოქ­მე­დება შე­საძლებელია გა­უქ­მდეს მხარე­თა შე­რი­გებისას მო­სა­მარ­თლის სა­თა­ნა­დო გა­დაწ­ყვე­ტი­ლებით, სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მხარე­თა ერ­თობლი­ვი მი­მარ­თვის სა­ფუძველ­ზე, მაგ­რამ იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ოჯა­­­ხ­­ში ძალა­დობის ფაქ­ტი ლახავს ოჯახის სხვა წევ­რთა, გან­სა­კუთ­რებით - არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სებს, მხარე­თა შე­რი­გება არ აფერხებს/ არ იწ­ვევს გა­მო­ცე­მუ­ლი დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რების მოქ­მე­დების გა­უქ­მებას.

რა ფორმით იდება სესხის ხელშეკრულება?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 623-ე მუხლის თა­ნახმად, სესხის ხელ­შეკ­რუ­ლება იდება ზე­პი­რად. მხარე­თა შე­თანხმებით შეიძლება გა­მო­ყე­ნებული იქ­ნეს წე­რი­ლობითი ფორ­მაც. ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლების დროს მი­სი ნამ­დვი­ლობა არ შეიძლება დად­გინ­დეს მხოლოდ მოწ­მე­თა ჩვე­ნებებით.

რამდენს შეადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა?

  სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 129-ე მუხლის თა­ნახმად: სახელ­შეკ­რუ­ლებო მოთხოვ­ნების ხან­დაზ­მუ­ლობის ვა­და შე­ად­გენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივ­თებთან და­კავ­ში­რებული სახელ­შეკ­რუ­ლებო მოთხოვ­ნებისა - ექვს წელს. ხან­დაზ­მუ­ლობის ვა­და იმ მოთხოვ­ნებისა, რომ­ლებიც წარ­მო­ი­შობა პე­რი­ო­დუ­ლად შე­სას­რუ­ლებელი ვალ­დებულებებიდან, სა­მი წე­ლია.

 რა შემთხევაშია შესაძლებელი პირის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება და რომელ ორგანოს უნდა მივმართოთ აღნიშნულ საკითხზე?

     სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 21-ე მუხლის თა­ნახმად: და­ინ­ტე­რე­სებული პი­რის განცხადების სა­ფუძველ­ზე ფი­ზი­კუ­რი პი­რი შეიძლება სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლებით აღი­ა­რებულ იქ­ნეს უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნობია და ორი წლის მანძილ­ზე იგი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა თა­ვის საცხოვ­რებელ ად­გი­ლას. გა­დაწ­ყვე­ტი­ლების კა­ნო­ნი­ერ ძალა­ში შეს­ვლის შემ­დეგ კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რეები მო­ი­პო­ვებენ უფ­ლებამო­სი­ლებას, უკ­ვა­ლოდ და­კარ­გუ­ლის ქო­ნება მარ­თონ მინ­დობილი სა­კუთ­რების სახით, მათ შო­რის, მი­ი­ღონ მის­გან სარ­გებელი. ამ ქო­ნებიდან მი­ე­ცე­მა სარ­ჩო უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლის რჩე­ნა­ზე მყოფ პი­რებს და და­ი­ფა­რება ვა­ლები.
     უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რებული პი­რის დაბრუ­ნების ან მი­სი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემთხვე­ვა­ში უქ­მდება სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლება მი­სი ქო­ნების მარ­თვის შე­სახებ. მე­ურ­ნეობის სა­თა­ნა­დო გაძღო­ლით მი­ღებული სარ­გებლის ანაზ­ღა­უ­რების მოთხოვ­ნის უფ­ლება მას არა აქვს.

 

 

 

  • EED
  • პარასკევი, 20 მარტი 2015

პროექტის დასახელება:  ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში.

 

 პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების სანახავად, ძებნაში აკრიბეთ სიტყვა-გასაღები (EED)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები