20-22 ნოემბერს GIZ-ის გლობალური პროგრამის „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ქსელის წევრებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“.

შეხვედრაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ჩვენმა წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ გაუზიარა მონაწილეებს.

ალკოჰოლის და ნარტკოტიკის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოზარდებში--ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი  ადვოკატირების პროცესის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე მუშაობს.

როგორ მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია ახალგაზრდებს - ამ საკითხზე ფსიქოთერაპევტმა, ნარკოლოგმა ვახტანგ სიხარულიძემ ისაუბრა.

მონაწილეების თქმით, აუცილებელია მსგავსი შეხვედრები სკოლებშიც ტარდებოდეს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის შეხევდრაზე კი  წევრებმა ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ მიიღეს.  მონაწილეებმა დასახეს სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც კლუბი კამპანიის ფარგლებში განახორციელებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. სოფელში არ არის სწრაფი  ინტერნეტი ,რის მოგვარებასაც ქალბატონები გეგმავენ.მათ კომპანია ,,მაგთი,, გამოეხმაურა.მოსახლეობის ხელმოწერებით წერილები გაგზავნილია მერიასა და საკრებულოშიც.ჯგუფის წევრები რეგირების მოლოდინში არიან.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე  საკუთარი საქმიანობა შეაფასეს, იდენთიფიცირებული პრობლემების სიას გადახედეს  და მოუგვარებელი გადაჭრის გზებზე  ისაუბრეს.

მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა  მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.

შეხვედრის დასაწყისში კი 16-დღიანი კამპანიის შესახებ ისაუბრეს.ქალბატონებმა გენდერული სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში მომატებულ ძალადობის შემთხვევებზე გააკეთეს აქცენტი.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ოჯახური ძალადობის პრობლემებზე, მიზეზებსა  და  შედეგებზე ისაუბრეს. მიიღეს ინფორმაცია ძალადობის 16-დღიანი კამპანიის შესახებ. დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები.

ოჯახური ძალადობა, კანონმდებლობა, ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება-ამ საკითებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ.ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მისგან დამცავ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე. მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზაციის თემას მიეძღვნა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრა.ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ,, შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ქალთა  ფონდ „სოხუმის,, ახალგაზრდა მოხალისეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს. გაიმართა დისკუსია.მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.ფილმების თემატიკა იყო: მიგრაცია, ტოლერანტობა და ოჯახში ძალადობა.

დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების გაყვანა და გაწმენდა. საკითხის მოგვარების თხოვნით ჯგუფის წევრებმა  ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში  წერილები გააგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გეგმით გათვალისწინებული მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი საქმიანობა შეაფასეს. იდენტიფიცირებული საკითხების სიას გადახედეს და ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა დაეხმარა მათ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. მიღებული გამოცდილებით, გრძელვადიან პრობლემებზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. სიამაყით აღინიშნა იმ მოგვარებულ საკითხებზე, რაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარებით შეძლეს.

განსაკუთრებით გამოიყო პრობლემა, რომელიც ორგანიზაციის სახელით  სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წინაშე გაჟღერდა. კერძოდ, ჯგუფის ერთ-ერთი წინადადება იყო და უკვე მოგვარდა: აფხაზეთის გამყოფ ხაზთან მამაკაცებთან ერთად ქალი პოლიციელებიც დგანან და ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთისას ქალებს სწორედ  ისინი ამოწმებენ. ამით ბევრი უხერხულობა მოიხსნა.

ყოველი ახალი მოგვარებული პრობლემა მეტი მუშაობის სტიმულია ქალთა საინიციატივო ჯგუფისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდ „სოხუმს“ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის  და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივ ხელისუფლებაში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის შედეგები, რასაც აღწევენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფები. უკვე ადვოკატირებულ და მოგვარებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასისიტენტებმა, ჩატარებულ ქსელურ მუშაობაზე, იმ დიდ ძალაზე, ამ ქსელის სახით რომ არსებობს და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება რომ შეუძლია მომავალშიც.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობა. გაეცნენ  ბლოგებს, რომლებიც მათი აქტივობების გაშუქებას მიეძღვნა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ადვოკატირების პროცესშია. პრობლემების ადვოკატირების დინამიკის შესაფასებლად ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები