ორგანიზაცია Equality Now-ს ორგანიზებით 2-3 ნოემბერს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების მიღწევისათვის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე.
4-6 ნოემბერს, ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი პოლიტიკური დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) და გენდერული ბიუჯეტის მნიშვნელობა ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი ადგილობრივი მმართველობისთვის.“ ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან: სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, ჩოხატაური, ხობი. ასევე - იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის (GIA) შესახებ. გაეცნენ მასალებს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. განისაზღვრა, როგორ ხდება გენდერული ანალიზი, სექტორული განაწილება ბიუჯეტირების პროცესში, ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასება.
ჩატარდა ვორკშოპი სენაკის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის წევრებისთვის.
შეხვედრაზე გაიმართა დიალოგი კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, განხილულ იქნა რამდენიმე მწვავე ქეისი და დაისახა შემთხვევების მართვის სტრატეგია.
მონაწილეთა შეფასებით, კომისიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მოხდეს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაზარალებულებმა მიიღონ დროული და ადეკვატური დახმარება. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ამ მექანიზმს წარმოადგენენ ინტერსექტორული ჯგუფები; ხდება რესურსების გამთლიანება და შეუფერხებელი კოორდინაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის ჯგუფის წევრებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა გოგონათა საერთაშორისო დღესა და მათ უფლებებზე, ასევე სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღნიშნამ რომ საქართველოში გოგონათა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის და სოფლად მცხოვრები ქალები ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ განათლების მიმართულებით უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, კლუბის ლიდერმა, გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა . გააცნო ინფორმაცია დღესასწაულის შექმნის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე;
სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.მონაწილეებს ინტერვიუებიდან გამომდინარე ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე გააცნო.ახალგაზრდებმა მოსაზრებები გაცვალეს, პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს,გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა დისკუსიაც.
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა- ამ ინფორმაციით დაიწყო შეხვედრები წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთან. მონაწილეებმა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე ისაუბრეს.გაიმართა დისკუსია.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლად მცხოვრები ქალის დღე აღნიშნეს. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც სოფელში მცხოვრები ქალები აწყდებიან-ოჯახებში არსებული გენდერული დისბალანსი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
აღინიშნა, რომ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები დასახული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ფიქრია ხაჭაპურიძეს შეხვდნენ.
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიგეს, თუ ვის და როგორ შეუძლია სარგებლობა მოცემული პროგრამებით.საკითხმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა,რომ აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია იხილეს.გაიგეს დღის შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
კლუბის წევრები გენდერული თანასწორობის შესახებ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ.
დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს პრობლემების მოგვარებისა და ცნობიერების ამაღლების გზებზე.
შეხვედრაზე კლუბში ახალი წევრები მიიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბერის თვის შეხვედრაზე ადვოკატირების დროს გამოვლენილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მიმოიხილეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა,რომ მათ მიერ გამოვლენილი პრობლემები მოგვარდეს.
სენაკში, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დონორი ორგანიზაციის (USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო)წარმომადგენლები: ეკატერინე გამეზარდაშვილი და გიორგი ხეჩინაშვილი სტუმრობდნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა პროექტის შედეგებზე ისაუბრეს .
სამშვიდობო საქმიანობა, კვლევებში მონაწილება, ადვოკატირება, არაფორმალური დებატები, ფსიქოლოგთან შეხვედრები, ტრენინგები, ქართულ-აფხაზური შეხვედრები - ჯგუფის წევრები ამ ძირითად სეგმენტებს ანიჭებენ უპირატესობას და მიაჩნიათ, რომ პროექტში ამ მიმართულებით ჩართულობამ მათზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე: გოგონათა უფლებებსა და სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაზე. მონაწილები თვლიან, რომ მენტალური მიზეზებიდან გამომდინარე გენდერული თანასწორობის კუთხით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან მშვიდობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა .
მონაწილეებმა ისაუბრეს, რას ნიშნავს მათთვის მშვიდობა.
იმიტირებული სავარჯიშოს დახმარებით იმსჯელეს რომ მშვიდობისთვის აუცილებელია დიალოგი, ურთიერთობა, თანამშრომლობა, ნდობა, ტოლერანტობა.
ტრენინგზე გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.
სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კი გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე მუშაობს . შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს ადვოკატირების კუთხით მიღწეული შედეგები გაუზიარეს, ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.
ახალგაზრდების თვალით დანახული გენდერული საკითები-ამ თემაზე სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა იმსჯელეს. ისაუბრეს,რამდენად აქვთ მათ თანატოლებს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და გენდერული კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები დაასახელეს .
გამოვლენილ პრობლემათა ადვოკატირებაზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა . დეტალურად განიხილეს საკითხები და სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ.