ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მაყურებელი ჩაერთო დისკუსიებში. ყველაზე აქტიური დისკუსიები წარიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. აქედანაც ჩანს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია საზოგადოებისთვის.
ფორუმ-თეატრის მსახიობთა ჯგუფს დაემატა ახალი წევრები, რომელთა გადამზადებაც დაიწყო. წარმოდგენების პარალელურად, ახალგაზრდები აქტიურად ატარებენ რეპეტიციებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ყოველთვიურ შეხვედრებს აქტიურად იყენებს პრობლემათა პრიორიტეტებად დაყოფა-ადვოკატირებისთვის. მიმდინარე თვეებში ადვოკატირების პროცესი დაეთმობა მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს.
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემური კორპუსების „ნესტდამცავი“ მასალით შეფუთვაზე. ეს საკითხი ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გადაწყდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა.
- ჩვენ მივყვებით ადვოკატირების გეგმას. სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, ყველა ეტაპი გათვლილია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიციტრებაზეც უნდა ვიმუშაოთ, რათა აქტიურობის მუხტი არ შენელდეს,- მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
პრობლემებს შორის გამოკვეთეს დევნილთა დასახლებაში ტრენაჟორების დამონტაჟების საკითხი, ასევე აქტუალურად ჩაითვალა გაზონების გაწმენდა სარეველა ბალახებისაგან. ორივე პრობლემა მოითხოვს ინფორმაციის შესწავლას და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. ამ პროცესში სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
საინფორმაციო ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები და მათი მშობლები.
შეხვედრაზე გაკეთდა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია (გზამკვლევი მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა).
მონაწილეები გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების და მათ შორის ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ გამოცდილებას, რაც პუბლიკაციაში საინტერესოდააა აღწერილი.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და საერთაშორისო დოკუმენტები, პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა პედაგოგებისთვის.
მონაწილეები წარმოადგენდნენ 6 მუნიციპალიტეტს (ჩოხატაური, ვანი, ხონი, ზუგდიდი, წყალტუბო და ბაღდათი). ისინი აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას.
აღინიშნა, რომ ტრენინგის მონაწილეები თავიანთ სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს, ხელს შეუწყობენ სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბერი განსაკუთრებით დატვირთული იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაარჩიეს და ძალადობის კომბინირებულ მიზეზებზე ისაუბრეს. თითქმის ყველა ჯგუფში გამოკვეთეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, რომელიც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამოძახილია. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს განათლების, ინფორმირების აუცილებლბაზე.
„გასაძლიერებელია ინფორმირება, სტერეოტიპებზე მეტია სამუშაო“,- თვლიან მონაწილეები და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაზე საუბრობენ.
ოქტომბერში მობილიზატორების მუშაობის შედეგად ხუთი ახალი ქეისი გამოვლინდა. ბენეფიციარებთან ფონდი „სოხუმის“ ყველა სერვისი იქნება გამოყენებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბერში ახალმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. ტრენინგები გაიმართა ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, სენაკის და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
პირველ შეხვედრებზე მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს და საინტერესო თემებიც განიხილეს. ისინი აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, ისაუბრეს ინიციატივებსა და ღონისძიებებზე, რომელთაც ჩაატარებენ კურსის ფარგლებში. შეხვედრებს ესწრებოდა რამდენიმე პედაგოგი და მშობელი.
ტრენერები იმედოვნებენ, რომ ახალ ჯგუფებთან ექვსთვიანი მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც წინა ჯგუფებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა გამართა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით (ორგანიზატორი - მუნიციპალური გენდერული საბჭო).
შეკრებილებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე, იმსჯელეს ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ სტრუქტურებს შორის პარტნიორობაზე ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა დაიწყო აქტიური სარეპეტიციო პროცესი. ჯგუფი ცვლილებების მოლოდინშია. გამოცხადდა ქასთინგი, ხდება გასაუბრებები და ველოდებით ახალგაზრდა მსახიობთა ახალ ნაკადს. ფორუმ-თეატრში ხშირად ხდება მსგავსი ცვლილებები, რადგან მოსწავლეები მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ.
სექტემბერში ჩატარდა ორი წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში, უკვე მთავრდება კარგი ამინდების სეზონი და ფორუმ-თეატრმა მაქსიმალურდ გამოიყენა ეს სივრცე. ღია ცის ქვეშ თამაში კარგი გამოცდილებაა მსახიობებისთვის.
წარმოდგენების დროს დისკუსიებში ჩართულობა იყო საინტერესო და გულწრფელი, ოღონდ ეს არის: მაყურებლები ერიდებიან ფოტოების გადაღებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფერადი ბისერებით და მულინებით ჩვენი ბენეფიციარები ზღაპრულად ლამაზ აქსესუარებს შექმნიან.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ოფისი უცვლელია. მუშაობას აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ახალი ჯგუფის პედაგოგი მერი კუპატაძეა. მის ნამუშევრები მოსწონს მომხმარებელს და ყველგან გამოარჩევენ საწარმოო ნიშნით „მერისგან“.
თერჯოლელი ქალებისთვის წარმატების ახალი ეტაპი დაიწყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)