ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
შედეგად გამოკვეთა ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.
“დეზინფორმაციის ამოცნობა და სწორი , გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება” - ამ პროექტის განხორციელებას კოკის ახალგაზრდული კლუბი გეგმავს.
თანამედროვე, ინფორმაციულ ეპოქაში როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაცია, როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაციის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები-ახალგაზრდები ამ საკითხებზე ფორუმ თეატრისთვის სცენებს მოამზადებენ.
დიდინეძის ახალგაზრდული კლუბი პროექტით დაგეგმილ გეგმილ აქტივობებზე მუშაობს. პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ინკლუზიური გარემოს შექმნა. ამისთვის კი საჭიროა სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს სწორი კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებას და დამკვიდრებას.
ფორუმ თეატრის მეთოდის მეშვეობით გაიმართება სცენების ჩვენება , არსებულ პრობლემაზე დისკუსია მოეწყობა და გადაჭრის გზების ძიება მოხდება.
რაც შეეხება დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ,მათ კვლევა ჩაატარეს თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
შედეგად გამოკვეთა ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.
სატრენინგო კურსი გრძელდება. შემდეგი ხუთი შეხვედრა ჩატარდა ჩოხატაურის, ტყიბულის, ქობულეთის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში - აქტიურად, საინტერესოდ, ჯგუფური სამუშაოებით და გულწრფელი უკუკავშირით.
ჩვენს ტრენინგებზე არიან მოწვეული სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან, პედაგოგები, მშობლები. მათი აზრით, ასეთი არაფორმალური განათლება აუცილებელია სკოლებში. ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ კონფლიქტების მართვაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა სატრენინგო კურსის დროს.
უკვე დასრულდა 10 შეხვედრა 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ყველა ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თავიანთ სკოლებში ჩაატარებენ ინიცირებულ ღონისძიებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის და ვანის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრები ისრითის და სალხინოს საჯარო სკოლებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ უფროსკლასელები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
შეხვედრები მონაწილეებისთვის ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა. ისინი დეტალურად გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და იმ სერვისებს, რომლებიც ორგანიზაციას აქვს ქალებისთვის.
ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ, რაც განყოფილების კოორდინატორმა და ინსპექტორმა წარმოადგინეს. გენდერული საბჭოს მდივანი შეკრებილებს ესაუბრა საბჭოს მუშაობასა და გეგმებზე. მონაწილეებმა დაასახელეს არაერთი მწვავე პრობლემა, რომლებიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. შეხვედრებზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გაიხსენეს აპრილში ჩატარებული საერთო შეხვედრა, ისაუბრეს ადვოკატირებულ პრობლემებზე. მათ აღნიშნეს, რომ კარგად გამოჩნდა მათი შრომის შედეგი: მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით. მეორე საკითხის მოგვარებასაც ელოდებიან - მალე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
მოგვარებული პრობლემები ჯგუფის წევრებისთვის არის დიდი მოტივაცია, რომ მათი ძალისხმევა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ამიტომაც განაგრძობენ მუშაობას, რათა პრიორიტეტული პრობლემები შეარჩიონ და მათ მოგვარებაზეც დაიწყონ ზრუნვა.
შეხვედრაზე ორგანიზაციული საკითხებიც განიხილეს და მომავალ საქმეებზეც ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩის რამდენიმე კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროა მათი გადახურვა. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას - ადგილობრივი თვითმმართველობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ასუფთავებენ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას სარეველა ბალახებისგან, დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.
ჯგუფის ინიციატივით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს დევნილთა თემის პრობლემების გამოვლენას და ადვოკატირებას მათი მოგვარებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დევნილთა თემში არსებული საჭიროებების გამოვლენა და შესაბამის უწყებებთან ადვოკატირება - ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მთავარი საქქმიანობაა.
ამჟამად ჯგუფი ადვოკატირებას უწევს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა დევნილთა სამ ჩასახლებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოსავლენად.
ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი პრობლემა გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს დევნილთა დასახლების მინი სტადიონის განახლებაზე. ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ჰქონდეს სივრცე, სადაც გაატარებენ თავისუფალ დროს, ივარჯიშებენ, სხვადასხვა აქტივობას გამართავენ.
საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დაისვა და მიიღეს მხარდაჭერის დაპირებაც.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
როგორ უნდა შეძლოს ომითა და დაპირისპირებით გახლეჩილმა საზოგადოებამ, გადალახოს გაუცხოება, აღადგინოს ურთიერთობა და შექმნას ღირსეული და უსაფრთხო მომავალი? - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენმა წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ სტუმრად მამუკა ყუფარაძის გადაცემაში აფხაზური ფილმის „მომავლის მოლოდინში“ წარდგენისას.
„ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ არის საქართველოში ერთადერთი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული სრული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოში არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ.
ონლაინ პლატფორმაში ინტეგრირებულია მობილური SOS აპლიკაციები, ცხელი ხაზის ნომრები, ძალადობაგამოვლილი ქალების წარმატების ისტორიები და ა. შ. https://sosfsokhumi.ge/.
ციფრული რესურსცენტრის შესახებ ინფორმაცია და ბმული საკუთარ ვებგვერდებზე დააინტეგრირეს ცაგერის, ხაშურის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, ჩხოროწყუს, ხონის, ფოთის, მარტვილის მუნიციპალიტეტებმა და აჭარის უმაღლესმა საბჭომ.
აქტიური მუშაობა ახალი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.
არსებულ პლატფორმაზე გაჩნდა რუკა - საკმარისია, ადამიანმა კურსორი მიიტანოს რუკაზე, რომ იპოვოს ყველა სერვისი რეგიონების მიხედვით - https://sosfsokhumi.ge/central
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)