ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .
ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.
ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.
ფორუმ თეატრის მეთოდის საშუალებით მაყურებელს ძალადობის შესახებ უყვებიან.
შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს მიიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.
25-27 მაისს პროექტის ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“.
სამუშაო პროცესში ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან ჩაერთნენ.
ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაცტრენინგი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.
მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს. დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში და წარადგინეს პრეზენტაციები. საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.
საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან.
„განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე:„ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს მეტი გაეგოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების განხორციელების ფორმების შესახებ.
ქალბატონებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, გამოავლინეს პრობლემები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები; შეიმუშავეს ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.
სოფელ კოკის ახალგაზრდულმა კლუბმა კი პროექტის „ გადაამოწმე ინფორმაცია“ ფარგლებში, მედია-წიგნიერების თემაზე ფორუმ-თეატრის ჩვენება გამართა.
პროექტის მხარდამჭერია USAID .
თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სჯეროდეთ, რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.
ფორუმ-თეატრი სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.
დიდინეძის ახალგაზრდული ფორუმ თეატრის მონაწილეებმა კი ორულუსა და კოკის საჯარო სკოლებში წარმოდგენები გამართეს.
ჩვენებებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.ნორჩმა მსახიობებმა მოკლე და კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ. ნაჩვენები იყო,თუ როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლის ჩართვა ყველა სხვა მოსწავლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში.
სპექტაკლების შემდეგ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა.
ახალგაზრდულმა კლუბმა ფორუმ თეატრის კიდევ ერთი ჩვენება დიდინეძის თემში , სოფლის საზოგადოების წინაშე გამართა.მსახიობებმა კონფლიქტის თემაზე ორი სცენა წარადგინეს.
ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, თემებში არსებული სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობას განსაზღვრავს.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში აქცია ჩატარდა - ქალების ჯგუფს უფასოდ გაუკეთდა სისხლის ანალიზი; სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ქალს, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ; მობილიზატორის დახმარებით, ქობულეთში ძალადობის მსხვერპლი ქალი მუნიციპალურ პროგრამაში ჩაერთო და მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბაღდათსა და წალენჯიხაში ქალებს ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები შეექმნათ, რადგან ინფორმირების შემდეგ ეკონომიკურ პროგრამებში ჩაერთნენ.
ასეთი შედეგები გაჩნდა ივნისის ანგარიშში ხურჩა/ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Brot für die Welt ის ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელმაც როგორც საიმედო პარტნიორმა და დონორმა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაში ბევრი მიმართულება განსაზღვრა და წარმატებით განამტკიცა. მათ შორის: ძალადობის პრევენცია, მონიტორინგი და ადვოკატირება, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, ფორუმ-თეატრი/ჩრდილების თეატრი/თოჯინების თეატრი, სარეაბილიტაციო ცენტრები, უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა.
Brot für die Welt-ის წარმომადგენლებმა კიმ კვიბუკამ და ლილიან კურცმა მოისმინეს მიმდინარე ანგარიში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის სათავო ოფისის და თბილისის წარმომადგენლობის გუნდებმა საინტერესო პრეზენტაციებით წარმოადგინეს.
„მადლობა, რომ თქვენი მრავალმხრივი მუშაობა დაგვანახეთ. ძალიან შთამბეჭდავია, რასაც აკეთებთ და რისკენაც მიისწრაფვით. დარწმუნებული ვარ, დიდი შედეგებიც გექნებათ!“ - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს კიმ კვიბუკამ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, ქუთაისის ბულვარში - უკვე მესამედ.
სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა: კახა ენუქიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი), ნოდარ გიორგიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), შალვა კირთაძეს (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ქეთევან ცხაკაიას (იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელი), ლადო ჯურხაძეს (ხონის მუნიციპალიტეტის მერი), ალუ გამახარიას (ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელი), ფაქიზო ფანჩულიძეს (წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლის დირექტორი), მაია ნუცუბიძე-ქობულიას (წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი), ელისო ფანცხავას (ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი).
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. მორიგი შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფისა და ბაღდათის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით სოფელ ფერსათში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზეგანის, საკრაულას და ფერსათის ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორისგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა სერვისები აქვთ მოწყვლადი ოჯახებისთვის. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და სერვისების შესახებ. მონაწილეებმა პრობლემად დაასახელეს ის, რომ მსხვერპლს არ აქვს დაცულობის გარანტია და პრევენციის კუთხით მუშაობა სუსტია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)