ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს, რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა. განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო აქტივობებში ქალთა ჩართულობაზე გამახვილდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრის მეორე ნაწილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის გეგმის განხილვას დაეთმო . მნიშვნელოვანია ის, რომ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 16 დღიან კამპანიას საკუთარი აქტივობებით შეუერთდება. მშვიდობის შენარჩუნება, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე კი სოფელ დიდინეძის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.დეტალურად ისაუბრეს , თუ რა ღონისძიებებს დაგეგმავენ კამპანიის ფარგლებში. ჯგუფის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს სამშვიდობო აქტივობებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე .
ქალთა ჩართულობა და როლი სამშვიდობო პროცესში,ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია და დაგეგმილი აქტივობები-ამ თემებზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს, რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა. სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კამპანიას უერთდება და საკუთარი აქტივობის გამართავსაც გეგმავს.
კამპანიის ფარგლებში ღონისძებების დაგეგმვას კოკის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფიც აპირებს.ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც მათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ასევე იმსჯელეს ახალგაზრდების როლზე მშვიდობის შენარჩუნებაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.
აღინიშნა, რომ ახალგაზრდული რესურსი და მოხალისეობრივი აქტივობები ხელს შეუწყობს მშვიდობის კულტურის დანერგვას და მის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში.
სოფელ კოკის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავებული სამშვიდობო აქტივობების გეგმა განიხილეს.
თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.
შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის ანგარიშს - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“. ანგარიშში შეფასებულია მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტიანობა და ასახულია მათ წინაშე არსებული გამოწვევები, რაც აფერხებს აღნიშნულ განყოფილებების მიერ მოწყვლადი და კრიზისული ოჯახებისთვის ქმედითი და მათ საჭიროებაზე მორგებული დახმარების და მომსახურების გაწევას. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის განყოფილებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მე დამიბრუნეს იმედი, რომ არ ვარტო. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე“.
„ძალიან მჭირდებოდა ახლა თანადგომა, რომ უფრო თამამად გავაგრძელო არც თუ ისე მარტივი, დამოუკიდებელი გზა“.
ეს უკუკავშირი მოყვა აქციის მეხუთე ეტაპს კანადის თანასწორობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. აქცია ჩატარდა თერჯოლის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში - მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ 8 ქალს SAFE YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გადაეცათ საჩუქრად. აქცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა, რათა ისინი უკეთ გაეცნონ ბენეფიციარების სოციალურ მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრას ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ამბულატორიაში ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ქალები, პედაგოგები, ექთნები და ბაღის აღმზრდელები. საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა ასევე როხში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) - მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა და პედაგოგებმა.
ვებგვერდმა https://sosfsokhumi.ge/ დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში. აღინიშნა, რომ ახლა, როდესაც ასე იმატა ფემიციდის ფაქტებმა, აუცილებელია ვებგვერდის საშუალებით ადამიანების ინფორმირება მუნიციპალურ და სხვა სერვისებზე, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Zoom პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესი და ეტაპები“.
შეხვედრაში ჩაერთნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქსელის წევრებმა დეტალურად განიხილეს „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოკატირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა - რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. ასევე ისაუბრეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.
შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზე.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.
ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ერთი ქალი სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას დადებითი ემოციებით აივსო, გააცნობიერა თავისი ადგილი ცხოვრებაში, იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება. ახლა ის მზად არის, იბრძოლოს უკეთესი ცხოვრებისთვის. მეორე ამბობს, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასება და, რაც მთავარია, იცის, რომ უნდა ისწავლოს, რათა თავისი ქალიშვილისთვის ღირსეული დედა იყოს...
ეს ყველაფერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მათი ყოფნის დამსახურებაა. ოქტომბერში ცენტრში იმყოფებოდა სამი ქალი პატარა ბავშვებთან ერთად - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც განიცადეს სტრესი და ტრავმა.
მათ ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ - პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.
მუშაობის შედეგები მათ კომენტარებში ჩანს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)