„კარგია ამ თემებზე საუბარი“, - ამბობენ მონაწილეები

1 2 3

„არსებობს ასეთი პრობლემები მოზარდებში და კარგია ამ თემებზე საუბარი“.

„ინფორმაციის დამახინჯება ხშირად არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი“.

„ვხვდები, როგორ უნდა ავიცილო თავიდან კონფლიქტი“...

ასე გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები მონაწილეებმა შეხვედრების დასასრულს.

ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა სამი სკოლის - ქობულეთის №5, ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №2 და გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები - კონფლიქტის მართვის ჯგუფების წევრებთან.

მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე,  რეალურ და კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრეს.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პირველი სამი შეხვედრა ოქტომბერში: ქობულეთი, გურიანთა, ეწერი

1 2 3

ოქტომბერში აქტიური მუშაობა დაიწყო ახალგაზრდული კლუბების ახალ ჯგუფებთან. თვის თემაა „ძალადობის პრობლემები მოზარდებში“.  ახალგაზრდები ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში. იგრძნობა აქტიური მხარდაჭერა დირექტორებისგან, პედაგოგებისა და მშობლებისგან.

ქობულეთი, გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ეწერი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) - ოქტომბრის პირველ დღეებში ამ სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან გაიმართა ონლაინ ჩართვები. მოტივირებული ახალგაზრდები აქტიურობენ და, რაც მთავარია, აქვთ ინიცირებული ღონისძიებების ჩატარების და ჯგუფური მუშაობის სამომავლო გეგმები, ახალი იდეები, იციან სოციალურ ქსელში მუშაობა - მოამზადებენ ესეებს, ვიდეოჩანაწერებს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების ახალი ჯგუფები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ახალგაზრდული კლუბების ახალი ჯგუფები შეიქმნა და პირველი შეხვედრებიც ჩატარდა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი), გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ეწერის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნციპალიტეტი), ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრები, ძირითადად, ონლაინ ჩართვებით ჩატარდა. 5-თვიანი მუშაობის დაწყებას უძღოდა კომუნიკაცია დირექტორებთან და პედაგოგებთან, ჯგუფების დაკომპლექტება, პროგრამის განხილვა.

პირველივე შეხვედრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ სათემო სკოლების მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებთ არაფორმალური განათლება - საკითხები, რომელთაც განიხილავენ  ახალგაზრდული კლუბების შეხვედრებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპების ხუთთვიანი ციკლის დასაწყისი

1 2 3 4

განახლდა კონფლიქტების მართვის თემაზე ვორკშოპების ხუთთვიანი ციკლი საჯარო სკოლებში.

ჩატარდა 8 შეხვედრა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლიის 2 (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნციპალიტეტი), ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

კოკში „ცოცხალი“ შეხვედრა ჩატარდა - ყველა რეგულაციის დაცვით, დანარჩენ  მონაწილეებთან  კი მუშაობა გაგრძელდა ონლაინ - დისტანციურად.

ჯგუფების მობილიზებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ხელშეწყობა სკოლის ხელმძღვანელების და პედაგოგების  მხრიდან.

პირველი შეხვედრა მშვიდობისა და კონფლიქტის არსის განხილვით დაიწყო. თავიდანვე გამოჩნდა ახალგაზრდების აქტიურობა და მოტივირებულობა, მეტი გაიგონ კონფლიქტის მართვის კუთხით. ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ინფორმაციის გავრცელებას და თავიანთ თანატოლებთან უკვე ჩაატარეს შეხვედრები.

„საჭირო თემაა ჩვენს ასაკში“, „მზად ვარ, 5 თვის განმავლობაში ჩავერთო ვორკშოპში“, „დასაწყისი მომეწონა და ყველა შეხვედრაზე ვიქნები“, „როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?“ - ეს მონაწილეთა სიტყვებია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა ახალი ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებისთვის

1 2 3 4

აგვისტოში დაიწყო აქტიური მუშაობა ახალი ახალგაზრდული კლუბების  ორგანიზების კუთხით დასავლეთ საქართველოს 9 რეგიონში. მიმდინარეობს კომუნიკაცია სკოლების დირექტორებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული კლუბების წევრებთან.

15 სექტემბრიდან იგეგმება ახალი ჯგუფების ჩამოყალიბება და მათთან 6-თვიანი სამუშაო ციკლის ჩატარება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები