ახალგაზრდა კონფლიქტოლოგთა შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა

1 2 3 4
დასრულდა ხუთთვიანი კურსი „კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“. მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს  9 მუნიციპალიტეტში. ბოლოს კი გაიმართა გაერთიანებული, შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სხვადასხვა სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის აქტიური წევრები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები.
კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებსაც. პედაგოგებმა კონფლიქტის თემის აქტუალობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორის როლს არაფორმალური განათლების კუთხით.
შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბის შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა

1 2 3

 4 5

ჯერ იყო მოსამზადებელი მუშაობა: კლუბის წევრებთან ონლაინ ჩართვა, მონაწილეთა რაოდენობის განსაზღვრა, საპრეზენტაციო თემების შერჩევა, სტუმრების მოწვევა, ტექნიკური საკითხების მოგვარება.

ბოლოს კი ჩატარდა შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბების მონაწილეობით. ესწრებოდნენ ასევე სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები.

კლუბის წევრებმა თავად მოამზადეს და გააკეთეს ოთხი პრეზენტაცია, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ ძალადობის პრევენციაზე, დაცვის მექანიზმებზე, სკოლისა და ოჯახის როლზე.

შეხვედრაზე აშკარად ჩანდა, როგორი სხვანაირები გახდნენ ახალგაზრდები, როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ - ეს იგრძნობოდა მათ გამოსვლებში, ეტყობოდა მათ გულწრფელობას, თავდაჯერებულობას, გაბედულებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პირველად - შეხვედრები დედებთან!

1 2 3

 4 5 6

კონფლიქტოლოგმა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა ჩაატარა პროექტის მონაწილეების დედებთან. გაირკვა, რომ მათ მოსწონთ პროექტი „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში“. აღნიშნავენ პრობლემის აქტუალობას. მიაჩნიათ, რომ აქტუალურ თემებზე საუბარი აუცილებელია ყველა კლასის მოსწავლესთან, რათა მათ იცოდნენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზები.

დედების თქმით, ფონდი „სოხუმი“ სერიოზული, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციაა და დარწმუნებულები არიან, რომ ფონდთან თანამშრომლობა ბევრს აძლევს მოზარდებს - საჭირო ინფორმაციას, განვითარებას, კარგ უნარ-ჩვევებს, თავდაჯერებულობას...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან მუშაობის ახალი აქტივობები

1 4 3  

5 6 7

ივნისში ისევ ონლაინ მუშაობა ჩატარდა ვაჟებთან. აქტივობებში ჩართულნი იყვნენ  ჯგუფები თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. იყო საინტერესო განხილვები, ვიდეორგოლების ჩვენება, შემაჯამებელი შეხვედრის დაგეგმვა...

გაგრძელდა ჩართვები პედაგოგებთან - ისინი საუბრობდნენ თავიანთ გამოცდილებაზე, თუ რა გზები იპოვეს ონლაინ მუშაობის გასაუმჯობესებლად. მათი გამოცდილებით, ვიდეორგოლების გამოყენება ერთი საუკეთესო ხერხია ბიჭების დასაინტერესებლად.

იყო კიდევ ერთი სიახლე - დებატების კონკურსი. კონკურსში 8 ბიჭი მონაწილეობდა, იყვნენ გამოცდილი მსაჯები. 27 ივნისს გაიმართა ფინალი და გამოვლინდა დებატების კონკურსის გამარჯვებული დავით გეგუჩაძე, სამტრედიიდან.

ასე საინტერესოდ ჩაიარა ივნისმა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მენჯი, ფოთი, ლია - ონლაინ საუბრები ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4

ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემას მიეძღვნა ონლაინ ჩართვები ფოთის 21-ე საჯარო სკოლის, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ლიას (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან.

სადისკუსიო თემა იმდენად აქტუალურია, რომ ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთნენ განხილვაში. ისინი საუბრობდნენ პრობლემებზე, რომლებიც განსაკუთრებული სიმწვავით დადგა პანდემიის პირობებში. მათი თქმით, ოჯახი ყველაზე დიდი საყრდენია... ერთ-ერთ შეხვედრაზე მოზარდებმა სიყვარული „აუხსნეს“ ოჯახის წევრებს, ხმამაღლა ამბობდნენ, როგორ უყვართ დედა, მამა, და, ძმა.. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. და როგორც თავად აღნიშნეს, ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები