დაიწყო ახალი პროექტი სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით

1 2

მედიცინის მუშაკებს დიდი როლი აქვთ ძალადობის პრევენციის საქმეში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფონდმა „სოხუმმა“ მათთან მუშაობა.

სექტემბრიდან დაიწყო შვიდთვიანი პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“. პროექტი ქუთაისში ხორციელდება და მის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის, შეხვედრა რეფერალური მექანიზმების სუბიექტებთან. გამოიცემა გზამკვლევი მედმუშაკებისთვის, რომელშიც ბევრ აქტუალურ და საჭირო მასალასთან ერთად იქნება საკონტაქტო ინფორმაცია, ვის მიმართონ ძალადობის შემთხვევაში.

10 სექტემბერს ფონდ „სოხუში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, აქტივობების ჩატარების გეგმა.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

ქალთა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ გაფორმება

ქალთა კოალიციამ „ქალი და მშვიდობა“ - ადამიანის უსაფრთხოებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში დაადასტურა ერთად მოქმედების სურვილი და ჩაატარა მუშაობა კოალიციის გაფორმების კუთხით, შეიმუშავა და მიიღო: კოალიციის დებულება, სტრატეგია და 01.05.18 - 30.04.19 პერიოდის სამოქმედო გეგმა.

კოალიციის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ინფორმირების დონე კონფლიქტისა და კრიზისული სიტუაციების  პრევენციაში  ქალის როლის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეიქმნა ქალთა კოალიცია „ქალი და მშვიდობა“ - ადამიანის უსაფრთხოებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში

ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს და აღრმავებს სამშვიდობო საქმიანობას დასავლეთ საქართველოში პროექტის „ქალთა კოალიცია ადამიანის უსაფრთხოებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში“ ფარგლებში. ამ მიზნით  დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაციაში შეიკრიბნენ თანამოაზრეები და დაფუძნდა კოალიცია „ქალი და მშვიდობა“. ერთად მუშაობის სურვილი კოალიციის წევრებმა გაამყარეს მემორანდუმით თანამშრომლობის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კანონის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა

1 2 3 4

„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ჯგუფმა აგვისტოში ჩაატარა ჩაღრმავებული ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან და ქუთაისში არსებული თავშესაფრის ხელმძღვანელთან.

პარარელურად - სოციალურ მუშაკთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენის მიზნით ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების, სამედიცინო სფეროს და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით.

შეხვედრებზე გაირკვა, რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობა კანონის დასახვეწად. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ პრობლემების მოგვარებასა და ლობირებაში მონაწილეები საყრდენად არასამთავრობო სექტორს მიიჩნევენ. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკონსულტაციო სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში იმერეთისა და გურიის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საკონსულტაციო სერვისის გაწევის მოკლე ანგარიში.

2018 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო ჯგუფმა, 5 ადამიანის შემადგენლობით 15 მუნიციპალიტეტში (12 იმერეთის, 3 გურიის) ჩაატარა მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული პოლიტიკის, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის ორგანიზაციის კუთხით. ჩატარებულ საქმიანობაში აქტიურად იყო გამოყენებული ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები