პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის" ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სამედიცინო კლინიკა „უნიქალ მედის“ დირექტორს - შოთა მარუაშვილს შეხვდნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
- რამდენად მაღალია მომართვიანობა, როგორ ხდება ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება სამედიცინო პერსონალის მიერ, - საუბარი ამ საკითხებზე გაიმართა.
კლინიკის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ფონდ „სოხუმთან“ და ჩაერთოს სატრენინგო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებზე.



ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „ბიჭვინთაში“. ისაუბრეს პროექტზე „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“, რომელიც მოიცავს მედიცინის მუშაკთა მომზადებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარებისათვის. ცენტრის პერსონალი ინტერესით ჩაერთვება მუშაობაში, რადგან ეს გამოცდილების მიღების კარგ შესაძლებლობად მიაჩნიათ.
