კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ სამუშაო შეხვედრა ბათუმში

1 2 3 4 5

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ წევრებისა: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, იმერეთი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ (ქუთაისი, იმერეთი), მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი, იმერეთი), ქალთა კლუბი (ხონი, იმერეთი), ქალთა მოძრაობა „იმედი“ (ზუგდიდი, სამეგრელო), ასოცოაცია „მერკური“ (ზუგდიდი, სამეგრელო),  განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ (ხობი, სამეგრელო), ქალთა სამოქალაქო გაერთიანება (ოზურგეთი, გურია), განვითარებისა და თანასწორობის ცენტრი (ოზურგეთი, გურია), ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ბათუმი, აჭარა).

კოალიციის მთავარი მიზანია მშვიდობის კულტურის პროპაგანდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები გეგმური აქტივობების, ფინანსური და ნარატიული ანგარიშების წარდგენის კუთხით. ყოველი ორგანიზაციისთვის შემუშავდა საზოგადოებასთან შეხვედრების ჩატარების კონკრეტული თემატიკა, სხვა საკითხები.

მიღებულია გადაწყვეტილება: კოალიციის ცნობადობის გაზრდისთვის შემუშავდეს სპეციალური ლოგო; ფეისბუქზე შეიქმნას „დახურული ჯგუფი“, აქტიურად განთავსდეს საინფორმაციო მასალები კოალიციის მუშაობაზე.

კოალიციის წევრების წინადადებების თანახმად, დამატებები იქნა შეტანილი კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ დებულებაში. განისაზღვრა კოალიციის წევრების მიერ თავიანთ თემებში საზოგადოებასთან საპროექტო შეხვედრების  ჩატარების კონკრეტული თემები და თარიღები.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამუშაო შეხვედრა სოფელ ლიაში

1 2 3 4 5 6

15 ნოემბერს სოფელ ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ  სოფლების - ლიას, ჩხოუშის, ფახულანის სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები, აგრეთვე აქტივისტი ქალები.ფონდი ,,სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საზღვრისპირა სოფლებთან დაკავშირებული პრობლემების და მათი მოგვარების გზების გამოვლენა, რათა მოხდეს მათი ჩართვა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასა და მუნიციპალურ პროგრამებში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროსრეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი„სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამოქალაქო ფორუმი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8

კიდევ ერთი სამოქალაქო ფორუმი გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

ამჯერად ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საინფორმაციო სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები და გოგონები.

მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის და გაეროს რეზოლუციების განხორციელების 2018–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ. შემდეგ კი ჯგუფებში იმუშავეს იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ  და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალებს და გოგონებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, როგორ უნდა აისახოს ეს საჭიროებები ადგილობრივ პროგრამებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ფინალური ღონისძიება და სასკოლო „მშვიდობის კლუბის“ შექმნა ქუთაისში

1 2 3 4

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი) ბოლო თვეების განმავლობაში 10 გაკვეთილი ჩატარდა სახელმძღვანელოს „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“ მიხედვით.
ეს იყო ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“, რომელიც განხორციელდა სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები განვითარებისთვის“ თანამშრომლობით.

12 ნოემბერს სკოლაში ფინალური ღონისძიება გაიმართა, სკოლასა და ფონდ „სოხუმს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. სკოლას გადაეცა 5 ცალი სახელმძღვანელო, პროექტის მონაწილეებს კი - სერტიფიკატები, საჩუქრები.

ამ მოსწავლეების ბაზაზე სკოლაში შეიქმნა „მშვიდობის კლუბი.“ კლუბის წევრები თავად ჩაატარებენ გაკვეთილებს სკოლის მოსწავლეებთან კონფლიქტების მართვის და მშვიდობის თემაზე.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

სამოქალაქო ფორუმი წყალტუბოში

1 2 3 4 5

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები შეიკრიბნენ სამოქალაქო ფორუმზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება, დაამპროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურების“, ფარგლებში.

არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გენდერული მიმართულებით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა. 

ჯგუფური მუშაობისას ფორუმის მონაწილეებმა დააფიქსირეს, როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის რეალიზება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმაში.

პროექტს ახორციელებს კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები