შეხვედრა წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

1 2 3 4

წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოში განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწერილი „საგზაო რუკის“ სამუშაო ვარიანტი. შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. საბჭოს წევრების მხრიდან დიდი ინტერესი დაფიქსირდა თითოეული საკითხის მიმართ. აღინიშნა, რომ ამ საკითხების ასახვა მნიშვნელოვანია საბჭოს სამოქმედო გეგმაში. საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, აქტიურად იყვნენ ჩართულები „საგზაო რუკაში“ შესული ღონისძებების განხორციელების პროცესში.  ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათ დაინახეს  მათი უშუალო ჩართულობის მნიშვნელობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციის პროცესში.

პროექტი „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან წყალტუბოში

1 2 3

წყალტუბოს მუნიციპლიტეტში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯგუფის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა“ - ჯგუფის წევრებმა მისი დახვეწის მიზნით შეიტანეს ცვლილებები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“  ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

კანონის მონიტორინგის შედეგად გამოვლებილი საკითხები და ინიციატივები

1 2

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში დეკემბერში გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლესთან და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორთან. ასევე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფიდან და იურიდიული ბიუროების მუშაობის შესწავლა ოჯახში ძალადობის საკითხში ჩართულობის კუთხით.  მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ამ კუთხით საჭიროებს დახვეწას.

პროკურატურისა და იურიდიული ბიუროების წარმომადგენლებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ფონდ „სოხუმთან“ ერთად წარიმართოს მუშაობა ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მშვიდობის თემა - ნახატების გამოფენა-კონკურსი სკოლაში

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ მცირე პროექტი „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი) მშვიდობის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა-კონკურსით დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობა სკოლის თითქმის ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო. ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე ნახატი მოამზადა.

მონაწილეები დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: პირველი-მესამე, მეოთხე-მეშვიდე, მერვე-მეთერთმეტე კლასები. სამივე ჯგუფიდან 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პროექტის იმ მონაწილეებსაც, რომლებმაც ჩაატარეს გაკვეთილები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის
„ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

მშვიდობის თემა - ხონის ქალთა კლუბზე

1  3 4

 5 6 2

რა არის მშვიდობა? რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს მშვიდობისთვის?

ხონის ქალთა კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა სამშვიდობო საკითხებს მიუძღვნეს. სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. უამრავი პრობლემა წარმოჩინდა: „სიძულვილის ენა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბულინგი, ქალების მიგრაცია და მისგან გამოწვეული პრობლემები, თაობათა შორის კონფლიქტები...

ითქვა, რომ ყველა პრობლემაზე შეიძლება გავლენის მოხდენა - იმ სფეროში, სადაც ვმუშაობთ, ოჯახებში, ჩვენს კუთვნილ სამყაროში. მთავარია, გულგრილები არ უნდა ვიყოთ, სხვისკენ არ გავიშვიროთ ყოველთვის ხელი და ჩვენი მისია გავაცნობიეროთ...

მომზადდა ვიდეორგოლი სამშვიდობო თემაზე. ვიდეორგოლში მოხვდა საინფორმაციო შეხვედრის კადრებიც.

შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები