მეათე ასამბლეა „დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა“

1 2 3 4

10-12 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეათე ყოველწლიურ ასამბლეაში „დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა“. ფონდი „სოხუმი“ ფორუმის დელეგატია. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თბილისში.

ყოველწლიურ ასამბლეაზე შედგა მსჯელობა პოლiტიკურ სიტუაციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში. რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლიათ მდგრადი დემოკრატიული განვითარებისთვის და იმაზე, როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ურთიერთობა მოქალაქეებთან ავტორიტარული რეაქციის საწინააღმდეგოდ ევროპული კონტინენტის ზოგიერთ ნაწილში.

ასამბლეის მონაწილეებმა ხმა მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქცევის ახალ კოდექსს და აირჩიეს საარბიტრაჟო ორგანო.

100-ზე მეტი ღონისძიება 1500 მეტი ადამიანის ჩართულობით 9 მუნიპალიტეტში

დასრულდა საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც ფონდი სოხუმი ყოველწლიურად აქტიურად ერთვება. წელს კამპანია გაიმართა მოწოდებით „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“.

კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა 100 ზე მეტი ღონისძიება 1500 მეტი ადამიანის ჩართულობით დასავლეთ საქართველოს 9 მუნიპალიტეტში. კამპანია დაიწყო ფეისბუქაქციით. შემდეგ კი იყო საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, სპორტული ტურნირები, ტრენინგები მედიცინის მუშაკებისთვის. წარმოდგენები გამართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ფურცლები, ფსიქოლოგის რჩევები ქალებს.

ყველა აქტივობა განთავსებულია ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე.

https://www.facebook.com/fsokhumi/

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის პრეზენტაცია სენაკში

1 2

 3 4 

დასრულდა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტი ,,ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4 ტრენინგი, მომზადდა და გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.

3 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია.  შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის აქტივობებსა და შედეგებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ სიტუაციური ანალიზის გამოცემაა.

პროექტი ხელს შეუწყობს  ოჯახში ძალადობის პრევენციას, შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მართვის საკითხებში თვითმმართველობის ჩართვას და მისთვის კანონით განპირობებული უფლებამოსილების განხორციელებას.

შეხვედრის დასასრულს მომავალ თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება და  მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო კამპანიას ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ლანჩხუთში

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თემაზე: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - რეფერალური მექანიზმის მუშაობა: გამოწვევები, პრობლემები, დაძლევის გზები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგები, მეთოდისტები, ფსიქოლოგი,  აქტივისტი ქალბატონები.

მონაწილეებმა ისაუბრეს რეფერირების სისტემაზე, არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების მოგვარების რეალურ გზებზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლზე, ადგილობრივ პროგრამებზე ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოკუს-ჯგუფები და ინტერვიუ სკოლების წარმომადგენლებთან

1 2 3 4 5 6

ნოემბერში გაიმართა ფოკუს-ჯგუფები სენაკის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, სკოლის პედაგოგებთან, ჩაღრმავებული ინტერვიუები მანდატურის სამსახურის წარმომადგენელთან და ფსიქოლოგთან.

შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ პედაგოგები მანდატურის ინსტიტუტს დიდ როლს ანიჭებენ და ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის პროცესში.

შეხვედრები ჩატარდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები