სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8 9

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამოქალაქო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

„ჩვენთან არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის მიზანია ეფექტური გენდერული პოლიტიკის შექმნა. ამ პროცესში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია და მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

ფორუმის მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია და კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებების ასახვა. ბოლოს შეიქმნა ათკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

ფორუმი ჩატარდა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამუშაო შეხვედრები კოალიციური პროექტის ფარგლებში

1 2 3 4 5 6

კოალიციური გაერთიანება - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - მუშაობას იწყებს პროექტზე „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის ყველაზე მარგინალური ჯგუფების, ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით).

პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით 2018-20 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პოპულარიზება ადგილობრივ დონეზე და სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების ასახვა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო ფორუმები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, კონფერენცია - ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გააქტიურებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვას ამ პროცესში.

ოქტომბერში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, წალენჯიხა, წყალტუბო.  

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

მზადება ტრენინგისთვის მედიცინის მუშაკების მონაწილეობით

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში მედიცინის მუშაკების ჩართვას ემსახურება ფონდი „სოხუმის“ პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები სამედიცინო დაწესებულებებში. მედპერსონალმა ინტერესით მიიღო ინფორმაცია და ცართვის მზადყოფნაც გამოხატა.

ამჟამად ხდება გზამკვლევის მასალების და სატრენინგო მოდულის შემუშავება და მიმდინარეობს აქტიური  მზადება ტრენინგისთვის, რომელიც სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

მონიტორინგმა გამოავლინა აქტიურობის დინამიკა

1 2

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში, ოქტომბერში ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან ამ მიმართულებით მათი საქმიანობის შესახებ. მონიტორინგის მიზანი იყო განათლების სამინისტროს ჩართულობის დონის განსაზღვრა კანონის იმპლემენტაციაში. შეხვედრებზე გამოიკვეთა რიგი რეკომენდაციები. დინამიკიდან კი ჩანს, რომ წინა წლებთან შედარებით სამინისტრო ბევრად აქტიურად არის ჩართული ფაქტების გამოვლენაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის და კლინიკა „ბომონდის“ დირექტორის მოადგილეებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის“ შესახებ. ორივე კლინიკა აპირებს, აქტიურად ჩაერთოს ფონდი „სოხუმის“ სატრენინგო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციისა და დახმარების საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები