
ნიქოზია კონფლიქტის შედეგად გაყოფილი ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში - არის ევროკავშირის წევრი კვიპროსის რესპუბლიკის და ნაწილობრივ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის დედაქალაქი. სწორედ ამის გამო გაიმართა აქ ერთობლივი შეხვედრები. განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის მიზნით ჩატარებული და გამოცემული კვლევები.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ნიქოზიასა და ლიმასოლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუმრობა ბუფერულ ზონაში, ე. წ. მწვანე ხაზზე მდებარე „თანამშრომლობის სახლში“. ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ბერძენი და თურქი კვიპროსელები, თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტში, მუშაობენ, ატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ერთად სვამენ ყავას...
კვიპროსში გატარებული რამდენიმე დღე - ეს იყო კვიპროსული და ქართული-აფხაზური გამოცდილებების გაზიარება, ძალიან საჭირო და სასარგებლო პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით




დევნილთა შემწეობის რეფორმის პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო მოხელეების აზრი, სწორედ ამიტომ შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან.