
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, 18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ ფორმატის ეს რიგით მეორე შეხვედრაა - პირველი ქუთაისში გაიმართა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ინტერესი გამოიწვია საკითხმა, როგორია ჩეხეთის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარ მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით და რა „გენდერული მარკერები“ გამოიყენება პროგრამებში ჩართულთა სოციალურ-დემოგრაფიული სურათის ანალიზისთვის; რა პრაქტიკა არსებობს ქართულ სინამდვილეში სამოქალაქო მონაწილეობის თვალსაზრისით და როგორია ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის რეზულტატები - PIN სოციალური ჩართულობის პროექტის, გაეროს განვითარების პროგრამის წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე - ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით.
საუბარი შეეხო საკითხს, რამდენად ქმედით მექანიზმს წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლის ინსტიტუციონალიზაციაშიც ფონდ „სოხუმს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და როგორ ხდება მუნიციპალიტეტების მხრიდან ორგანიზაციის ექსპერტიზის და გამოცდილების გამოყენება.
შეხვედრის მასალები სასარგებლო იქნება პროექტით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რაც თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარირებულ პრინციპებთან - მოხდეს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ახალი კონცეფციების მიღების მხარდაჭერა; გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა, გენდერული განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის წარმომადგენლობაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „დევნილთა რეფორმა“. მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა რეფორმის ფარგლებში განხილული სხვადასხვა ვერსია და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
ჩეხეთში, არასამთავრობო ორგანიზაციაში „გენდერული კვლევები“ (Gender Studies) გაიმართა სემინარი საქართველოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში გენდერული მეინსტრიმინგის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კუთხით. საუბარი წარმართა კლარა კოზლოვამ. ის არის ექსპერტი, მონაწილე ფონდი „სოხუმის“ პროექტისა „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ (მხარდამჭერი - ვიშეგრადის ფონდი). მან უამბო სემინარის მონაწილეებს აღნიშნული პროექტის შესახებ და 5 ქვეყნის (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო) წარმომადგენელი ექსპერტების მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ პოლიტიკური დოკუმენტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინებით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

