სტუმრები - ფონდ „სოხუმში“

 

11 სექტემბერს ფონდ „სოხუმს“ ესტუმრნენ საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის ევრაზიის პროგრამების მენეჯერი სოფია პაგსლი და თანამშრომელი კამილ მარკეტი. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ფონდ „სოხუმს“ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სტუმრები გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართულებებს, სამშვიდობო საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.  

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

 

5 სექტემბერს ხონის საკრებულოს დარბაზში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, ადგილობრივი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ; გაეცნენ სოციალური ბიუჯეტის გენდერული მარკერებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლითაც მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გაგრძელდეს ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დახმარებით დანერგილი სერვისები.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

პროექტი „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“ - საგანმანათლებლო ვიზიტი საქართველოში

  

5 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, გერმანია) წარმომადგენლებმა, პროექტის მონაწილეებმა საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს 25-30 ივლისს საქართველოში. ისინი შეხვდნენ 10 ორგანიზაციის წარმომადგენლებს: ქუთაისში - „განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; თბილისში - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დანიის ლტოლვილთა საბჭო, ცენტრი „აფხაზეთი; გორში - ორგანიზაცია „განთიადი“; ფოთში - „ლაზიკა“; ზუგდიდში - „საუნჯე“; ბათუმში - „განვითარებისა და განათლების ცენტრი“.

შეხვედრის თემა: „გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკის სფეროში“.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალფეროვან საქმიანობას: დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიანი პროგრამების დანერგვა, იგპ-თა საინფორმაციო და სამართლებრვი მხარდაჭერა, დევნილთა მიმართ სტრატეგიის შემუშავება, დევნილთა პრობლემების ადვოკატირება, მუშაობა ახალგაზრდობასთან ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, განსახლება, დასაქმება.

მონაწილეებმა მიიღეს არა მარტო ზოგადი ინფორმაცია, არამედ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. მათ შეხვედრები სასარგებლოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქართველ პარტნიორთა გამოცდილებას თავიანთ მუშაობაში გამოიყენებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

მონიტორინგის ჯგუფის აქტიური მუშაობა

 

  

აგვისტოში აქტიურად იმუშავა ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა - ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფმა.

გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოების გენდერულ მრჩევლებთან. ასევე ფოკუს-ჯგუფები ამავე მუნიციპალიტეტებში შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან.  

შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა ძალადობის პრევენციის საკითხში. ამას კი ფონდ „სოხუმთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ასახელებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ერთი შეხვედრის ისტორია - პროექტი „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“

 

შეხვედრა თბილისში, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ გაიმართა. ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრა 5 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, გერმანია) წარმომადგენლების საგანმანათლებლო ვიზიტის დროს საქართველოში თემაზე „გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკის სფეროში“ (პროექტი „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“).

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ცენტრი „აფხაზეთის“ ბიულეტენში.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა -

 მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები