ქალთა საინიციატივო ჯგუფები: ადვოკატირება ადამიანური უსაფრთხოებისთვის

  

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფები მთელი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა საკითხის ადვოკატირების მიზნით.

ქუჩის განათება, გზის გასწორება სოფლებში, ასფალტის დაგება, სახურავის რეაბილიტაცია, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემთან, კომუნიკაცია ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან - საინიციატივო ჯგუფების ერთი თვის საანგარიშო პერიოდში სწორედ ეს საკითხები აისახა.

ყოველი მოგვარებული პრობლემა, რომლის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან - პირდაპირ კავშირშია საერთო მიზანთან, რაც საზოგადოებაში ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას გულისხმობს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საჭირო ინფორმაციები და სიახლეები - სამობილიზაციო შეხვედრებისთვის

  

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 6 შეხვედრა ჩაატარეს ივნისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებთან. ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები შეხვდნენ სოციალური საკითხების და ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლებს. ფოთში შედგა შეხვედრა მერის მრჩეველთან გენდერის საკითხებში, სენაკში კი - სოფელ თეკლათის გამგებელთან. ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა შეხვედრა გამართეს ზუგდიდის გამგებელთან, ხოლო ქუთაისში ჩატარდა შეხვედრა კოლეჯ „იბერიას“ დირექტორთან.

საჭირო ინფორმაციები და სიახლეები (სოციალური მხარდაჭერა, გენდერული საკითხები, პროფესიული სწავლების უფასო პროგრამები), რომელთა შესახებაც მობილიზატორებმა გაიგეს შეხვედრებზე, აუცილებლად იქნება ასახული მომავალი თვის სამობილიზაციო შეხვედრებზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“

          

70-მდე ადამიანი შეიკრიბა ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ეს იყო დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ამომრჩეველ ქალთა კლუბების ერთწლიანი მუშაობის შეჯამება. კონფერენციაზე კლუბების აქტივისტების გარდა მონაწილეობდნენ  პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კონფერენციის ძირითადი თემები იყო: მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სოციალური ადვოკაცია; ქალი-კანდიდატები - უფლებები, რეალობა, გამოწვევები; პოლიტიკურ პარტიებთან ქალთა დიალოგის სტრატეგია.

კონფერენციამ შექმნა სივრცე  ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, გაკეთებულის გახსენების, გამოწვევების დაფიქსირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სამობილიზაციო შეხვედრები ქალაქებში და სოფლებში

   

 

ივნისში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეხვედრები, ძირითადად, ამ დღეებს მიუძღვნეს ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ბენეფიციარებთან. საუბრობდნენ პრობლემებზე და მათი ადვოკატირების გზებზე.

თვის განმავლობაში ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა დევნილებთან სენაკის საკრებულოში

  

 

20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო შეხვედრა დევნილებთან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, საბჭოს მდივანი ირინე დგებაუძე და გამგეობის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის წამომადგენლები. 

ისაუბრეს ყველა იმ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს იძულებით გადაადგილებულ პირებს. მათ აცნობეს, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები