მუშაობის ექვსი თვე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფში

 

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში ჯგუფმა ხუთი პრობლემის ადვოკატირება მოახერხა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიანი პრობლემების მოსაგვარებლად.

ჯგუფის წევრები სისტემატიურად ატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ადგილზე ხდება პრობლემის იდენტიფიცირება. ადვოკატირების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობით  ხორციელდება.

საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია დამატებითი ფინანსების მოძიებისკენ.  ახალი დონორების პოვნა, ახალ პროექტებზე მუშაობა ადვოკატირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

 

 

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: თვითმმართველობის ახალი პარტნიორების/კონტაქტების და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მიმდინარე სოციალური ჩართულობის პროექტები, ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული მონიტორიგის  და დევნილთა რეფორმასთან დაკავშირებული ადვოკატირების კომპონენტის შედეგები, ადგილობრივი სოციალური კონტექსტის ანალიზი.

სხდომაზე განხილული იყო, ასევე, უახლოეს პერიოდში შესასრულებელი საქმიანობების ნუსხა, რომელიც სოციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად დგას დღის წესრიგში. 

შეხვედრის შემდეგ PIN „სოციალური ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელებთან ერთად საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სარემონტო სამუშაოები დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღში - შენობა მზადაა აღსაზრდელთა ნაკადის მისაღებად.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა სტამბულში

8-11 ივნისს სტამბულში გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. შემუშავდა ახალი პროექტის სტრატეგია.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ხონის საკრებულოში

    

პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილთა რეფორმის პროექტის თემაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები,  გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და აპარატის თანამშრომლები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეფორმა დევნილთა საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ოჯახების მიმართ.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

შეხვედრა იმერეთის თვითმმართველობებთან: ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა - სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ინოვაციური პრაქტიკა

   

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გუბერნიის დარბაზში გამოცდილების გაცვლის მიზნით გაიმართა შეხვედრა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“, საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს; ორ სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან დაკანონებული ახალი ინსტიტუციური რგოლის - გენდერული თანასწორობის საბჭოების როლისა და ფუნქციის შესახებ. გამოითქვა რწმენა, რომ საბჭოები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი მექანიზმი და კარგი რესურსი ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები