ფონდი „სოხუმი“ - პროექტში „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“

  

 

ფონდი „სოხუმი“ აქტიური მონაწილეა პროექტისა „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე დაიბეჭდა ფლაერები. ფონდმა „სოხუმმა“ქართულ ენაზე თარგმნა ფლაერი, რომელშიც წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ, პროექტის მიზნები, მონაწილეები და პარტნიორები.

ქართულ ენაზე ფლაერის გამოცემა ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

შედეგები, გამოწვევები - ქუთაისის ქალთასაინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

 

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბა. ჯგუფის მოდერატორმა ისაუბრა, რა შედეგები აქვთ პრობლემათა ადვოკატირების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშე დგანან.

-მოქალაქეთა აქტიურობის, მათი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია პრობლემების დროული მოგვარება. სამწუხაროდ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაფერი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და საკუთარ პასუხისმგებლობას ნაკლებად აცნობიერებს,- აღნიშნეს მონაწილეებმა.

მათიაზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციის როლი - კონკრეტული ადამიანების ზარებზე რეაგირება ნაკლებია, ფონდი „სოხუმის “ სახელით პრობლემათა ადვოკატირება კი ეფექტურ შედეგებს იძლევა.

საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მისი ინფორმირება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია  ქალები ქალებისათვის
(KvinnatillKvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრა ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან

   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა. საინტერესო დისკუსიები გაიმართა გენდერული პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. გამოიკვეთა არაერთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის ყოფას და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების კეთილდღეობის პერსპექტივებს, რამდენად არიან მზად, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა საინიციატივო ჯგუფის ექვსთვიანი მუშაობის შეფასება ხონში

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგების შეფასება-ანალიზი გააკეთეს.

- ყოველთვიური შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პრობლემების ადვოკატირება - შეკრებილებმა ამ მიმართულებით  შესრულებული აქტივობები შეაფასეს.

ჯგუფის წევრების შეფასებით, გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის დახმარებით ცდილობენ ინდივიდუალური თუ კოლექტიური  პრობლემების მოგვარებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნებისმიერი მოგვარებული საკითხის უკან დგას ადგილობრივი მთავრობა, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა საზოგადოების  ლოკალური თემების  ინტერესთა გათვალისწინება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

    

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და აქტივისტები თვის მანძილზე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები: ქუთაისში - მერიის ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, წყალტუბოში - სოციალური სამსახურის იურისტთან და სოციალურ მუშაკთან, ხონში - საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარესთან, ფოთში - მერიის სოციალური, ჯანდაცვის და გენდერული სამსახურის უფროსთან, სენაკში - სოფლის რწმუნებულებთან. გამორჩეული შეხვედრა იყო ზუგდიდში - ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი და სათემო კავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით და შედეგებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები