ქალთა საინიციატივო ჯგუფების აქტიური მუშაობა

 

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა მაისში განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშავეს. სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა თანამშრომლობის გაფართოებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საზოგადოების ინფორმირებას საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე.

სამივე ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელთა ჩართულობით. გაჩნდა პრეცედენტი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზევე იწყებდნენ აქტიურ ჩართვას პრობლემათა მოსაგვარებლად. მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, ესაუბრათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით - პრობლემათა ადვოკატირების მიზნით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

  

ხონის საკრებულოში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი გაფართოებული სხდომა გაიმართა.

ხონის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა სოციალურ სფეროში მიმდინარე სიახლეების  და ცვლილებების პრეზენტაცია გააკეთა. მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხონის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიშის შუალედური შედეგები გააცნო ფონდი „სოხუმის“ მხრიდან მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა ემა კამკიამ. ინფორმაცია ორგანიზაცია PIN-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააკეთეს პროექტების კოორდინატორებმა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა, რომელთაც სხვა წევრებმა უპირობოდ გამოუცხადეს ნდობა და გამოთქვეს რწმენა, რომ მათი გამოცდილება დიდად წაადგება თავის საქმიანობაში მრჩეველთა საბჭოს.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

შეხვედრა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით

  

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო ქალაქის  მე-17 ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემათა ადვოკატირებისთვის.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი - ვლადიმერ ნაკაშიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ბათიაშვილი.

დისკუსია აქტიურად წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემა წამოჭრეს. მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაცია და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

33 სამობილიზაციო შეხვედრა 6 მუნიციპალიტეტში

     

მაისში, როგორც ყოველთვის, 33 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

სხვადასხვა აქტუალურ თემასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ანგარიშს. ამასთანავე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებული შეხვედრა წყალტუბოში

  

23 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები.

შეხვედრაზე მოწვეული იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნარგიზა აბესაძე, რომელმაც  ადგილობრივ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა.

მონაწილეთა მხრიდან არაერთი შეკითხვა დაისვა, როგორ იგეგმება ბიუჯეტში პროგრამები, რომელია პრიორიტეტული, როგორ ხდება მოქალაქეთა ინფორმირება ამ პროგრამებზე.

აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეებშიც დაიგეგმოს, რაც გაზრდის კომუნიკაციის ხარისხს მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები