ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

  
ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივ ბიუჯეტში რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი შეაფასა და იმ საკითხების ლობირების სტრატეგია დასახა, რომელთა გადაწყვეტა ჯერ ვერ ხერხდება.
მოსმენილი იქნა ინფორმაცია  „16-დღიან  კამპანიაში“ მონაწილეობაზე, საბჭოს ეგიდით მიმდინარე პროექტებზე, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტულ „ქეისებზე“.
განსაკუთრებული ინტერესით იქნა განხილული იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რომლებიც ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაში თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს (მათ შორის ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების და პრევენციის კუთხით). 

მრგვალი მაგიდა ხონში

 
16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს, 10 დეკემბერს ხონში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, სოციალური მუშაკები და  პედაგოგები.
როგორც აღინიშნა, ოჯახში ძალადობის პრობლემა თვალსაჩინოა და შესაბამისი ზომების მიღების აუცილებელია. მნიშვნელოვანია კანონის არსებული მექანიზების დახვეწა, ცნობიერების ამაღლება, სტრუქტურებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია  და თანამშრომლობა.
შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, ტრენინგების ჩატარება ძალადობის თემატიკაზე,  რაც აისახა   რეკომენდაციებში და წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.
ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებრივ დისკუსიებს სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს.
მრგვალი მაგიდა  „მეგა ტვ“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში

  
9 დეკემბერს ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა საინფორმაციო  შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა შეკრებილებს გააცნო კამპანიის არსი, საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის და გადასცა კამპანიის სიმბოლოები.
მათ აღნიშნეს, რომ თვალყურს ადევნებენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას ოზურგეთში, მხარს უჭერენ ქალთა გააქტიურების და თანაბარუფლებიანი, არაძალადობრივი საზოგადოობის ჩამოყალიბების იდეას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მობილიზაციის შეხვედრები კამპანიის ფარგლებში

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 36 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები.
მათ თეთრი ბაფთები გაიკეთეს და ასე გამოხატეს პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის გენდერული საბჭო - კამპანიაში სხვადასხვა აქტივობით

  
ქალთა მიმართ ძალადობას პროტესტი გამოუცხადეს ქუთაისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა. კამპანიაში ჩაერთნენ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და ააიპ სპორტული გაერთიანების წარმომადგენლები.
„მოზარდთა ბანაკის“ მონაწილეებმა ქუთაისის მე-3, მე-5 და 27-ე სკოლებში  საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საინფორმაციო-პოლიტიკურ კვლევით ცენტრ „მერმისში“ და აფხაზეთის მე-5 სკოლაში  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები ძალადობის თემაზე.
ეს აქტივობები ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ორგანიზებით ჩატარდა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები