სამობილიზაციო შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში.  შეხვედრების თემა იყო ადვოკატირება - ადვოკატირების გზები და საშუალებები.

შეხვედრებზე ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 4 თებერვალს) და უფასო გამოკვლევების შესახებ სკრინინგის პროგრამის ფარგლებში - რა ტიპის გამოკვლევის საშუალება აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამების გამოყენება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

 

17 თებერვალს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. მათ იმ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც ქალთა კლუბზე არაერთხელ გაჟღერდა. პრობლემათა ადვოკატირების მიზნით გენდერულმა საბჭომ სხდომაზე მოიწვია მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და დასუფთავების ხელძღვანელი მალხაზ ბასილაძე. მან იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს. დაისახა ადვოკატირების სამოქმედო გეგმა, ამ პროცესში საბჭოს წევრებიც ჩაერთვებიან .

დღის წესრიგით, საკრებულოს დეპუტატებმა შეაფასეს ფონდი „სოხუმის“ მიერ  გამართული ქსელური შეხვედრის შედეგები.  მათი თქმით, ამ შეხვედრაზე მიიღეს ის ინფორმაცია, რაც ძალადობის წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობას და აქტიურ მუშაობას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში

 

15 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში, სადაც შეკრებილებს მიეწოდა ინფორმაცია დევნილთა კანონის შესახებ. შეხვედრაზე  გაზიარებულ იქნა ყველა ის პრობლემა, რაც დევნილებს აქვთ. ერთ-ერთი ქალბატონის პრობლემის მოსაგვარებლად კი, რომელიც უკიდურესად ავადმყოფია და დამოუკიდელად გადაადგილება არ შეუძლია, დაიწერა განცხადება იძულებით გაადგილებულ და განსახლების სამინისტროში, რასაც თან დაერთო სამედიცინო ცნობა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფორუმი თბილისში

        

17 თებერვალს თბილისში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, მასმედიის, სახელისუფლებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები.

ფორუმზე შეკრებილებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევის შედეგად დაბეჭდილი ბროშურის „ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში: პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები“ შესახებ და ნახეს ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური  ფილმი.

შეხვედრაზე მოხდა იმ საკითხების წამოწევა, რომლებიც აწუხებთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ და რომელთა  გარშემო კონსტრუქციულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში ძალიან მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა, საკითხების მოგვარებაში მათი ხედვის გათვალისწინება.

გაიმართა დისკუსია კონფლიქტების სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის საკითხებზე. დაფიქსირდა უფრო მოქნილი ფორმატის არსებობის აუცილებლობაც, რომელში ჩართვის საშუალებაც ექნებათ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც პრაქტიკული შეხება აქვს  პრობლემასთან.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

   

ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების კუთხით, იმ პროექტებზე, რომლებიც ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით განახორციელა.

შეხვედრაზე დასახელდა შედეგები, რომლებიც მეტყველებს გენდერული საბჭოს საქმიანობის ეფექტურობაზე. ყურადღება გამახვილდა ჩატარებულ კვლევებზე,  ახალგაზრდებთან მუშაობაზე, გენდერული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საბჭო წარუდგენს თვითმმართველობას, როგორც სარეკომენდაციო დოკუმენტს.

როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრატეგია რეგიონში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას  არასამთავრობო სექტორთან - გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა მედეა ვასაძემ საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ საკითხებზე.  ითქვა, რომ სასარგებლო იქნება მემორანდუმის გაფორმება ერთობლივ საქმიანობაზე.

შეხვედრა გააშუქა ტელეკომპანია „აჭარამ“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები