სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

 

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 2016 წლის პირველი სხდომა 22 იანვარს გაიმართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს 2016-2017 წლების ღონისძიებების გეგმაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით (კერძოდ, იმ მუხლებზე, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება) და წარმოადგინეს გარკვეული ცვლილებები და დამატებები.

საბჭოს სხდომაზე აქტიურად განიხილეს ახალი საპროექტო იდეები, დიდი აქცენტით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებზე. თებერვალში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე სოფლის რწმუნებულებისა და დეპუტატებისთვის. 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

22 იანვარს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც დევნილებთან ერთად ადგილობრივებიც ცხოვრობენ. შეკრებილები იცნობენ ფონდ „სოხუმს“, მაგრამ მათ ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს აქტიური მუშაობის შესახებ - განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საბჭოს მიერ წარდგენილი გენდერული რეკომენდაციები.

დევნილებმა ისაუბრეს თავიანთი პრობლემების (დაუკანონებელი ფართები, გაზიფიცირება, დატბორილი სარდაფები) შესახებ.

გადაწყდა, რომ ადვოკატირებაში ჩაერთოს ფონდი „სოხუმის“ იურისტი, რათა დაჩქარდეს პრობლემების მოგვარება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში.

საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრება რომ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ოჯახში ძალადობის პრევენციაში, რაც შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და ანალიზს, მედიაციას და ა.შ.

აგრეთვე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში, რაც თავის მხრივ შეიძლება მოიცავდეს – ადგილებზე კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას, დასაქმებაში ხელშეწყობას.

აღინიშნა, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივ დონეზე ზუსტად თვითმმართველობა უნდა იყოს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ოზურგეთის მუზეუმში

  

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას ოზურგეთში, რომელსაც ახორციელებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი. გაიგეს  გენდერული პოლიტიკის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ახალ ბიუჯეტებში.

პირველი გამოხმაურებები მოჰყვა „C“ ჰეპატიტით და ონკოდაავადებულთა პროგრამებს. დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სოციალურ სამსახურში.

დაიგეგმა იურისტის ვიზიტიც, რომელიც შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხის ადვოკატირებაში დაეხმარება მუზეუმის თანამშრომლებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა დევნილებთან ქუთაისში

 

ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს კოლექტიურ ცენტრში გაიმართა შეხვედრა დევნილებთან. ისინი გარემონტებულ შენობაში ცხოვრობენ, მაგრამ საცხოვრებელი ფართები  ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არ არის და, ცოტა არ იყოს,  შიშის გრძნობა ეუფლებათ.

ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლები (პროექტის ასისტენტი და იურისტი) დაეხმარნენ დევნილებს წერილის მომზადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ წერილი გაიგზავნება  უწყებაში და ასე დაიწყება საკითხის ადვოკატირება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები