ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აჭარის რეგიონში საქმიანობას აგრძელებს

  

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან. საუბრის თემა შეეხებოდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებაში ხდება გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციონალიზაცია, ასევე - თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდა  ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები - განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოების ინფორმირების, ქალთა ჯგუფების, ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა

 

გაფართოებული ფორმატით გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 23-ე სხდომა. პირველი ნაწილი მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას. თემიდან გამომდინარე, სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, დეპუტატები, სოციალური სამსახურის, სურსათის უვნებლობის სამსახურის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები და  სკოლის  დირექტორები,საბავშვო ბაღის გამგეები. მათი მონაწილეობით გაიმართა კვლევის შედეგად გამოვლენილი უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა სენაკის მუნიციპალიტეტის კონტექსტში.

სხდომის მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ საბჭოს წევრებმა, რომელთაც დეტალურად განიხილეს ახალი პროექტი, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში მუშაობისკენ გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე გამგებლის წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატების, პედაგოგების, სკოლის დირექტორების და აქტიური ახალგაზრდების ჩართვით.საბჭოს წევრებს პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.

 

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

   

ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ გურიის გუბერნიის მხრიდან მიიღო წინადადება, ხელი შეუწყოს საბჭოების შექმნას გურიის მასშტაბით, რადგან საბჭოსა და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ოზურგეთის მოსახლეობისთვის. 

თებერვლის შეხვედრაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქალები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საჭოს მუშაობის პრინციპები, დაიგეგმა შეხვედრები ორივე მუნიციპალიტეტში საბჭოების ოფიციალურად ფორმირების მიზნით.  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოს წევრი ქალბატონები დიდი მოტივაციით მიუდგნენ სიახლეს, რომლის დანერგვასაც მათ მუნიციპალიტეტებში აპირებს გენდერული საკონსულტაციო საბჭო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კვლევის პრეზენტაცია სენაკში

     

სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ - შედეგების ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები,  სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულების, საზოგადოების წარმომადგენლები.

კვლევის შედეგებში გამოიკვეთა ის საფრთხეები, რომლებიც წარმოადგენს რისკებს ქალების სხვადასხვა სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფისთვის. აქცენტი გაკეთდა ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის უკუკავშირზე, რომლის შედეგად სენაკის ქალთა ჯგუფებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საკუთარი უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჩატარებული საქმიანობა იძლევა საშუალებას, გაკეთდეს რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისათვის, რათა ქალების მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე დროული რეაგირება მოხდეს და ამაღლდეს მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს - საკრებულოში, გამგეობასა და მერიაში.

შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გაიგეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისების შესახებ, მობილიზატორები კი გაეცნენ ადგილებზე არსებულ პროგრამებს და სიახლეებს სოციალური მიმართულებით. ეს ინფორმაციები შემდგომში სამობილიზაციო და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე ვრცელდება, რომ ქალებმა და მათი ოჯახის წევრებმა და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები