ვორკშოპები ახალგაზრდებთან

რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა ქალთა უფლებების დასაცავად, ხშირად რატომ არ თანაუგრძნობენ ქალები  ძალადობის მსხვერპლს - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ფოთსა და ხონში ჩატარებულ ვორკშოპებზე.

გამოყენებული იყო იმიტირებული წარმოდგენები ოჯახური კონფლიქტების თემაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა ანალიზი განსახილველ საკითხზე.

- სოლიდარობის დეფიციტი ნამდვილად არსებობს. ძალიან ხშირად ოჯახური კონფლიქტების დროს ქალები არათუ გამოხატავენ მხარდაჭერას დაზარალებულის მიმართ - პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში ქალში ეძებენ დამნაშავეს.

მიზეზებზე საუბრისას მონაწილეებმა აქცენტი ქართულ მენტალიტეტზე და არასწორ აღზრდაზე  გააკეთეს.  მათი თქმით, მეტი ინფორმაცია სჭირდება ქალებს, რათა კარგად დაინახონ ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული ვორკშოპების ციკლი ბათუმში

    

ბათუმსა და ქობულეთში პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“ ფარგლებში უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან გენდერული განათლების ვორკშოპების მომდევნო ციკლი ჩატარდა. ვორკშოპების თემატიკა მრავალფეროვანი იყო:  „ქალთა და გოგონათა უფლებები“; „ოჯახში ძალადობა და მისი სოციალური შედეგები“; „შშმ პირები - მათთან დაკავშირებული ტერმინები და საზოგადოებრივი სტერეოტიპები“; „თაობათა გადასახედიდან - პიროვნებათშორისი კომუნიკაციები ოჯახსა და საზოგადოებაში“.

ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა და ჩართულობამ მსგავსი საქმიანობის საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს მშობლებმა და პედაგოგებმა. მათი ნაწილი სიამოვნებით ჩაერთო ახალგაზრდებთან დიალოგში და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

ვორკშოპი ახალგაზრდებთან კონფლიქტოლოგიაში

 

წყალტუბოშო, სენაკში, ფოთში ახალგაზრდებმა კონფლიქტოლოგიის მორიგ ვორკშოპზე შემდეგი საკითხები განიხილეს: „მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიატორობა - როგორც კონფლიქტების მართვის მექანიზმები.“

ვორკშოპებზე გამოყენებული როლური თამაშები მოლაპარაკების თემაზე კარგი მასალა აღმოჩნდა სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად. დისკუსიის ფონზე საინტერესო წინადადებები გამოიკვეთა:

- მოლაპარაკება უნდა დაიწყოს კონფლიქტურიმხარეების საერთო შეხების წერტილებით. სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება კედელი, რომლის განგრევა შეუძლებელია.

- ფასილიტაცია რთული პროცესია. მესამე პირი დაინტერესებული უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებით, გააჩნდეს ანალიზის უნარი, რათა სწორად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

მონაწილეთა აზრით, მოლაპარაკებას ცოდნა სჭირდება. ფასილიტაციისუნარ-ჩვევებს, რომლებიცვორკშოპებზე გამოიმუშავეს, ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ კონფლიქტების მართვისთვის,რაც ძალადობის პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოლაპარაკების თემა - კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე

 

ბევრი ცოცხალი ისტორია გაიხსენეს ქალებმა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე. გამოიკვეთა, რომ არაერთხელ  ჰქონიათ წარმატებული და წარუმატებელი მოლაპარაკების მაგალითი. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ:

- ჩავრეულვარ მეზობლებს შორის კონფლიქტში, გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. დღემდე ვსწავლობ. ფასილიტატორობა ყველას არ შეუძლია, იმპულსური ადამიანი თუ ხარ, ჯობია არ ჩაერიო. შეიძლება კიდევ უფრო დაძაბო სიტუაცია.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რას ნიშნავს ფასილიტაცია, მედიატორობა. როდის უნდა ჩაერიო, როგორ ჩაერიო, რომ კონფლიქტი დაარეგულირო. ერთობლივად ჩამოყალიბდა ეფექტური ფასილიტაციისთვის საჭირო პირობები.

ქალების შეფასებით, ვორკშოპზე მიღებული ინფორმაცია მათ უფრო მეტ სითამამეს შესძენს, რომ ჩაერიონ ოჯახურ კონფლიქტებში და საქმე ძალადობამდე არ მიიყვანონ.

ვორკშოპები ჩატარდა ქუთაისში, ხურჩასა და ხონში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან

  

კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაციები. როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, რისთვის არის საჭირო.

სენაკში მონაწილეებს „ხახვის“ მეთოდი დაამახსოვრდათ. განსაკუთრებით საინტერესო დისკუსიები გაიმართა ფოთის ჯგუფში. იხსენებდნენ რეალურ ისტორიებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ანალიზი.

- კონფლიქტის ანალიზი გეხმარება იმაში, რომ საკუთარი შეცდომები დაინახო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის, როცა დაპირისპირებაა, ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის არის მართალი.

წყალტუბოში ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ „ხახვის“ მეთოდით ანალიზი მათთვის უფრო გასაგები იყო, ამიტომ კარგია, ამ ინფორმაციებს ადრეული ასაკიდან გაეცნონ მოზარდები.

მონაწილეთა მოსაზრებით, საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და საჭიროებების გაანალიზების შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა. ნაკლები კონფლიქტები კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლები იქნება  ძალადობის ფაქტები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები