კონფლიქტის ანალიზი - ვორკშოპის თემა

 

ქალთა ჯგუფებთან კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები ჩატარდა ქუთაისში, ხურჩასა და სოფელ ივანდიდში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რა მეთოდები არსებობს.

მონაწილეები თვლიან, რომ კონფლიქტის გაანალიზება დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ამ საკითხმა სოფელ ივანდიდში:

„ჩვენს გვერდით, წლების განმავლობაში გრძელდება ძალადობის ფაქტები ოჯახებში,  მეზობლებს ჩარევის უფლებას არ გვაძლევენ. კონფლიქტის შემდეგ ქალი ურიგდება მეუღლეს, იმ მოტივით, რომ ოჯახს ვერ დაანგრევს.“

მათი აზრით, მსგავსი ტიპის ინფორმაციები რაც შეიძლება მეტმა ქალმა უნდა მიიღოს, რადგან კონფლიქტის მართვა დაეხმარება მათ, თავიდან აიცილონ ძალადობა.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი“ - თექვსმეტდღიან კამპანიაში

 
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ბათუმის და ქობულეთის საჯარო  სკოლების უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან ვორკშოპები ჩაატარეს.  განხილული საკითხების ვექტორი იყო - გენდერული ძალადობა, გენდერული როლები და საზოგადოებრივი სტერეოტიპები, პიროვნებათშორისი კომუნიკაციები. შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ბათუმის სასკოლო ფორუმ-თეატრების მონაწილეები. დისკუსიებმა  აჩვენა, რომ ეს საკითხები ძალიან აქტუალურია და ამ მიმართულებით მუშაობა უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს.  
ვორკშოპები გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის  ფარგლებში (გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფის“ პროექტი „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“).  

ვორკშოპები სოფლებში - ძალადობის თემაზე

  
სენაკის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ახლომდებარე სოფლებში ჩაატარეს ვორკშოპები, რომლებიც მიეძღვნა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ვორკშოპის მონაწილეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ძალადობის, მისი სახეების და დამცავი მექანიზმების შესახებ, რაც, მათი აზრით, აქტუალური და სასარგებლო ინფორმაციაა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან

 
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში ოჯახური კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.
ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს უნდა ეშინოდეს სანქციების, სამართლის,  საზოგადოების. უნდა იცოდეს, რომ მსხვერპლს სახელმწიფო მარტო არ დატოვებს. ამიტომ ის კონფლიქტების განახლებას არ შეეცდება.
საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა ვორკშოპები კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხონსა და ქუთაისში - 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები ფოთში, წყალტუბოში, სენაკში

 
ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში.  ღონისძიებები გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ძალადობის პრობლემა იმდენად მწვავეა საქართველოში, რომ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მის წინააღმდეგ.
- გვესმის, როგორ გრძელდება წლების განმავლობაში ოჯახური კონფლიქტები, გვესმის, რომ  ამ ოჯახებში უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება, მაგრამ ვდუმვართ, იმიტომ, რომ სოლიდარობის დეფიციტი გვაქვს. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ, შესაძლოა, ჩვენი შვილი ან რომელიმე ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.
ასეთი იყო იმ ქალების მოსაზრება, რომლებმაც კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე მიიღეს მონაწილეობა. ისინი თვლიან, რომ ქალმა რაც უფრო მეტი ინფორმაცია იცის, მით უფრო ძლიერია და შეუძლია ოჯახში კონფლიქტების მართვა, მაგრამ ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერას მიიღებს.
ვორკშოპები ჩატარდა ფოთში, წყალტუბოში, სენაკში - მათში 31 ქალმა მიიღო მონაწილეობა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები