
2 ივნისს ქ. ზუგდიდში გაიხსნა ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
უამრავ ღონისძიებათა შორის იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ცეკვების ჯგუფის Sea2Sea-ს შოუ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ ელჩი საქართველოში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დასასრულს კონცერტი გამართა ამერიკიდან სპეციალურად მoწვეულმა ბენდმა "Dangerflow" Sea2Sea მონაცეკვავეების თანხლებით.
მსგავსი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში (3 ივნისს), გორში (4 ივნისს), თბილისში (6 ივნისს).




ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.

ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ ფარგლებში გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სენაკში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული ძლადობა დაძალადობრივი გარემოს გავლენა მოზარდის განვითარებაზე“.

