ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოშ გაიმართა ვორკშოპები ქალებთან აქტუალურ საკითხებზე - რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ ძალადობასთან; იწვევს თუ არა ოჯახში ფუნქციათა არათანაბარი განაწილება კონფლიქტს; რა სტერეოტიპები ამყარებს ჩვენს საზოგადოებაში უთანასწორობის მოდელს. 
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული ქართული ოჯახი, თავისი დაუწერელი კანონებით, ქალის დისკრიმინაციას ეწევა. ქალების უმრავლესობა ამას მორჩილად ეგუება, ხოლო ის, ვინც ცდილობს სტერეოტიპების დამსხვრევას, ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდება.
ქალებთან გამართული დისკუსიების დროს გამოიკვეთა მოსაზრებები, რამდენად არის შესაძლებელი გენდერული თანასწორობის შექმნა ოჯახებში. საერთო მოსაზრებით, თანასწორობის არსი სწორად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, ამისთვის კი აუცილებელია ამ თემებზე ხშირად გაიმართოს დისკუსიები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დევნილთა ახალ დასახლებაში ჩატარდა. აქ 22 სამსართულიან კორპუსში 3000-მდე ოჯახია ჩასახლებული. მათი უმრავლესობა წყალტუბოს კოლექტიური ცენტრებიდან გადაიყვანეს.

1 მაისიდან ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით დაიწყო მუშაობა ახალ ბენეფიციარებთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.

1, 7 და 11 მაისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 21 პირს.

11 მაისს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთექვსმეტე სხდომა.

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალის პირველ რაიონში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი რეპატრიანტ მესხებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასებას, რომელიც ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება (გასულ წელს კვლევის არეალი იყო ქალაქი ოზურგეთი).
ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სენაკში ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - ასურელებთან. ჭავჭავაძის ქუჩაზე ასურელები დაახლოებით ერთ საუკუნეა ცხოვრობენ. 50-მდე ოჯახს შენარჩუნებული აქვს ენა, ეუფლებიან დამწერლობას (უმეტესად ასაკოვნები). ახალგაზრდები ქართულ სკოლებში სწავლობენ.
