მშვიდობის თემის განხილვით დაიწყო სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა. ჯგუფის წევრები სარგებლობენ იმ სამშვიდობო სტრატეგიით, რომელიც უკვე შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ. მონაწილეებმა სტრატეგიაზე დაფუძნებით დაგეგმეს აქტივობები, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდების ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე კი მშვიდობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ჯგუფის წევრებმა  აქციები გამართეს და 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, საკუთარი პოზიცია ასე გამოხატეს.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრი ქალბატონები ადვოკატირების პროცესის დინამიკის განხილვა -გაზიარების მიზნით შეიკრიბნენ. შეხვედრაში არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ საკრებულოს წევრი და თანამშრომელი მამაკაცებიც ჩაერთნენ.

ადვოკატირების პროცესის დინამიკა განიხილა და წელი შეაჯამა ხონის ქალთა  საინიციატივო  მეორე ჯგუფმა.პრობლემაზე მუშაობა უკვე  დაწყებულია.

ხონის ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა  მშვიდობის საერთაშორისო დღის განხილვას, მის მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს მიეძღვნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან  ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.

ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

კლუბის ლიდერმა, მონაწილეებს წარუდგინა 2 პრეზენტაცია თემაზე "12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე" . მონაწილეებმა  გაიგეს, როდის და რატომ დაწესდა ახალგაზრდობის დღე, ასევე გაეცნენ ინფორმაციას  მსოფლიოში წარმატებული ახალგაზრდების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  წლიური მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზეც.

სამომავლო გეგმები, წლიური მუშაობის შეფასება, ქალთა როლი ქვეყნის განვითარების საქმეში-ამ საკითხებზე ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.ჩატრებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობებიც შეაფასეს.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც შეუერთდა.ახალგაზრდებმა სპეციალური პრეზენტაცია მოამზადეს დაკიდევ ერთხელ ისაუბრეს საკუთარ როლზე ქვეყნის წინსვლის საქმეში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად  2000 წლის 12 აგვისტოს აღინიშნა.

ჩვენ შეგიძლია ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს განვითარებისთვის, ახლგაზრდული ძალა მნიშვნელოვანია!-ამ შემართებით შეუერთდნენ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები. მათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში საკუთარ როლსა და ახალგაზრდულ ძალაზე ისაუბრეს.

საინტერესო შეხვედრა ჩატარეს სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა .მონაწილეებმა შეაფასეს წლიური მუშაობა, შესაძლებლობები, თავიათი რესურსები და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

-უსაფრთხო, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების  დაბალი პერსპექტივები, ახალგაზრდული პროგრამების სიმცირე, სტიგმატური აზროვნება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით-  წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები  ამ გამოწვევებს ყველაზე აქტუალურად მიიჩნევენ და  გამოსავლად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას მიიჩნევენ.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბოლო ერთი წლის შედეგები შეაჯამეს.  წარმატებულ ქალთა ისტორიების პოპულარიზება, პრობლემათა ადვოკატირება, ქალთა ინფორმირება და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართვა -ეს საკითხები შედეგების ჩამონათვალში დასახელდა.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდების საერთაშორისო  დღე აღნიშნეს. შეაჯამეს ის შედეგები, რომელიც მათ პროექტში ჩართულობით მიიღეს. ისაუბრეს მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

,,ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ უსაფრთხო, არაძალადობრივ გარემოში, უნდა არსებობდეს მრავლფეროვანი მუნიციპალური პროგრამები, რაც მეტ პერსპექტივებს შექმნის ახალგაზრდებისთვის.,, -ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ მონაწილეებს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ისაუბრეს სამშვიდობო სტრატეგიასა და ადვოკატირების პროცესებზე.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი 2 პრობლემის ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. ქალბატონებმა  ის რისკებიც გათვალეს, რომელიც ადვოკატირების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტები შეაფასეს. ფორუმ-თეატრის გამოყენებით დებატების მოწყობა მათთვის სიახლე იყო. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მინი-პროექტის საშუალებით მათ ძალადობის პრობლემის პრევენციის საქმეში საკუთარი როლი დაინახეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა ჯგუფის წევრებმა ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკვეთილ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. პრობლემად დასახელდა სოფელში არასაკმარისი სანაგვე ურნები .

მეორე საკითხი კი არის სწრაფი ინტერნეტის არქონა.სოფელში არის ინტერნეტი, მაგრამ დაბალი ხარისხის,ამიტომ ჯგუფის წევრები ისეთი კომპანიის შეყვანის ადვოკატირებაზე მუშაობენ, რომელსაც ხარისხიან ინტერნეტი და ტელევიზიის პაკეტი ექნება.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები