ახალსოფელი: შეხვედრა ქალებთან
სოფელ ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილებასთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენელები, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და მოწყვლადი კატეგორიის ქალები.
შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობა. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, მოწყვლადი ქალების და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)