დიალოგი თემში არსებულ საჭიროებებზე
მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა ქობულეთში. ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად შეხვედრის ინიციატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო და მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო ქალთა მიმართ და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/პოტენციურ მსხვერპლთათვის სერვისების ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას ძალადობის პრევენციაში.
გაიმართა დიალოგი თემში არსებული საჭიროებების თაობაზე რეფერირების აქტორებს შორის ინფორმაციის პერიოდული გაცვლის, მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად რესურსების გაერთიანების და თანამშრომლობის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)