ტრენინგი პედაგოგებისთვის ქუთაისში
სასტუმრო West Tower Kutaisi-ში ჩატარდა ტრენინგი პედაგოგებისათვის. გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე. მონაწილეები წარმოადგენდნენ 9 მუნიციპალიტეტს (სენაკი, თერჯოლა, სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, ვანი).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა პედაგოგებისათვის - ხელმისაწვდომია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე: https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/14732-2024-04-19-05-52-14
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით. ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)