ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის მორიგ ანგარიშს „COVID 19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“. ანგარიში ასახავს ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ, ოჯახში ძალადობის კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მის გავლენას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე. მონიტორინგმა ცხადყო, რომ პანდემიამ გაამწვავა არა…
სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.