ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“. ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი…
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.
მომდევნო სხდომაზე შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარსადგენად.