ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას „COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“, რომელშიც ასახულია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რამაც თავი იჩინა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციართა, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში. აღნიშნული სწრაფი მოკვლევის მიზანია, ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არეალში, COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემების და გენდერული საჭიროებების შესწავლა…
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები დაისვა. კლუბის მოდერატორმა ეთერ დიასამიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოაგვარა თამარის დასახლებაში 8 აპრილს ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავის პრობლემა. მან განცხადებით მიმართა ადგილობრივ სტრუქტურას, რომელიც მალევე გადაიჭრა და დაკმაყოფილდა.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს რომ მსგავსი მაგალითები მათთვის სტიმულის მომცემია.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით