გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში. პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი. ეს თემები…
„გენდერი. გენდერული როლები. გენდერული აღზრდა სკოლამდელ დაწესებულებებში“ - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპი ფონდ „სოხუმში“ ააიპ-ის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებითვის. მათ კიდევ უფრო კარგად გაიგეს გენდერის არსი, ბავშვებთან ურთიერთობისას გენდერული მიდგომის მნიშვნელობა, გაიმართა დისკუსიები. ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს ამ აქტუალურ საკითხებზე საუბრისა და მუშაობის გაგრძელების სურვილი.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით