აქცია ხონსა და სენაკში „კარიტასთან“ ერთად

  

ფონდი „სოხუმი“ საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციებს აწყობს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.

ამჯერად 5 ოჯახს გადაეცა ტანსაცმელი, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები. სენაკში საჩუქრები მიიღო 3 ოჯახმა, ხონში კი - ორმა მრავალშვილიანმა ოჯახმა: ერთ ოჯახში 5 ბავშვია, მეორეში - 9.

ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს  აქციის ორგანიზატორების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
განახლდა ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 14:30
ასევე ამ კატეგორიაში « აქცია ხობში აქცია ხონში »

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები