გამოიცა ფონდი „სოხუმის“ საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. ჟურნალის პირველ ნაწილში შეჯამდა წარმატებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. მეორე ნაწილში შეკრებილია ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა - საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებშიც განხილულია ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური თემები და კონკრეტული ქეისები. სწორედ ამ ისტორიებითაა წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის ანგარიში. გადმოწერა პროექტი…
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.