როდესაც ფონდმა „სოხუმმა" ქართველ და აფხაზ ქალთა ერთობლივი სამშვიდობო პროექტის ფარგლებში მშვიდობისმყოფელ ქალთა ისტორიაზე დაიწყომუშაობა, ბოლომდე არ გვქონდა გაცნობიერებული, როგორ მოხდებოდა მისი ფორმირება. ერთი რამ ნამდვილად ვიცოდით: ეს არ იქნებოდა მშრალი და უსულო ისტორიები ქალთა ორგანიზაციებისა და მშვიდობისათვის მებრძოლ ქალთა ღვაწლის შესახებ. მისი მთავარი დანიშნულება არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა,…
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა იურისტის შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ ქალებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16-დღიანი კამპანიის შესახებ. ბენეფიციარების კითხვები ეხებოდა დამცავ მექანიზმებს და პრევენციულ ღონისძიებებს.
იყო ინდივიდუალური კონსულტაცია უძრავი ქონების კანონიერ შესყიდვასთან და განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer