„მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების" კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმსჯელეს ქალბატონებმა შეხვედრაზე, რომელიც 17 მაისს ფონდ"სოხუმის" ოფისში გაიმართა.
შემუშავდება ადვოკატირების გეგმა, გაიწერება ვადები და გადანაწილდებიან პასუხისმგებელი პირები .
აქტიურად მუშაობს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბიც .წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან.
ახალგაზრდები ბულინგსა და მის სახეებზე ისაუბრებენ . ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე.
მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს.
მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში _ეს იყო მათ მიერ განხორციელებული კვლევის თემა. შედეგები მომდევნო სამუშაო პროცესის საფუძველი იქნება,რაც ადვოკატირების გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თემაზე:"ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვებზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის".მერიის სოციალური და ბავშვთა განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებსა და ბავშვთა განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გაიხსენეს აპრილში ჩატარებული საერთო შეხვედრა, ისაუბრეს ადვოკატირებულ პრობლემებზე. მათ აღნიშნეს, რომ კარგად გამოჩნდა მათი შრომის შედეგი: მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით. მეორე საკითხის მოგვარებასაც ელოდებიან - მალე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
მოგვარებული პრობლემები ჯგუფის წევრებისთვის არის დიდი მოტივაცია, რომ მათი ძალისხმევა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ამიტომაც განაგრძობენ მუშაობას, რათა პრიორიტეტული პრობლემები შეარჩიონ და მათ მოგვარებაზეც დაიწყონ ზრუნვა.
შეხვედრაზე ორგანიზაციული საკითხებიც განიხილეს და მომავალ საქმეებზეც ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა- დარგოს ხე, გაამწვანოს გარემო, მოუაროს ბუნებას - ეს იყო აქციის მიზანი,რომელიც დედამიწის დღის კვირეულს მიეძღვნა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა, ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის #32 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის #6 საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით, გამწვანების აქცია მოაწყო. მოსწავლეებმა პედაგოგ ლელა ბრეგაძესთან ერთად სკოლისა და ფონდ ,,სოხუმის,, სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოში ქართული კაკლის ნერგები დარგეს . ღონისძიებაში სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი ოჯახებიც ჩაერთნენ .
„მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირების პროცესი“- სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ამ თემაზე ტრენინგი ჩატარდა . რას გულისხმობს პრობლემათა ადვოკატირების პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს-მონაწილეებმა ინფორმაცია ამ საკითხებზე მოისმინეს.ჯგუფის წევრებმა იმ პრობლემების ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
იმავე დღეს სენაკში შეხვედრა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც გაიმართა . მონაწილეებმა საპროექტო აქტივობების გეგმაზე იმუშავეს. საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი პირები განსაზღვრეს და ფუნქცია-მოვალეობები გადაინაწილეს.
დიდინეძის ახალგაზრდული კლუბი პროექტით დაგეგმილ გეგმილ აქტივობებზე მუშაობს. პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ინკლუზიური გარემოს შექმნა. ამისთვის კი საჭიროა სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს სწორი კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებას და დამკვიდრებას.
ფორუმ თეატრის მეთოდის მეშვეობით გაიმართება სცენების ჩვენება , არსებულ პრობლემაზე დისკუსია მოეწყობა და გადაჭრის გზების ძიება მოხდება.
რაც შეეხება დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ,მათ კვლევა ჩაატარეს თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
შედეგად გამოკვეთა ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
შედეგად გამოკვეთა ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.
“დეზინფორმაციის ამოცნობა და სწორი , გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება” - ამ პროექტის განხორციელებას კოკის ახალგაზრდული კლუბი გეგმავს.
თანამედროვე, ინფორმაციულ ეპოქაში როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაცია, როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაციის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები-ახალგაზრდები ამ საკითხებზე ფორუმ თეატრისთვის სცენებს მოამზადებენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში 27-28 აპრილს, ევროსაბჭოს კონგრესის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გამართულ ორდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ჩატარდა „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში და მის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა.
სემინარის ერთ-ერთი სესია, „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მეთოდით, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეებისთვის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პირადი ისტორიების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების გადაწყვეტის საკუთარ ხედვების გაცნობას დაეთმო.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების წინაშე დევნილი ქალების გამოწვევებით წარსდგა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში დევნილი მოსახლეობის, მათ შორის ქალთა და გოგონათა, მონაწილეობის აუცილებლობაზე და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალური სერვისების და სოციალური პროგრამების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე.