ადამიანური უსაფრთხოების კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე იწყებს მუშაობს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრები ორი მწვავე და აქტუალური პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან- მოზარდების ინფორმირებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ და მუნიციპალიტეტში არსებული ქვეპროგრამების შესწავლას, ასევე დამატებით, სხვა საჭირო პროგრამის ადვოკატირებას. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, აქტივობები გაწერეს, პასუხისმგებელი პირები და ვადები განსაზღვრეს.
ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი პროექტზე “ბულინგი და მისი სახეები” ისაუბრეს,განიხილეს ის გამოწვევები და უნარები, რომელთა გამომუშავებაც პროექტის ფარგლებში შეძლეს. ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ ინფორმაცია კლუბისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ ,,სოხუმის,, საქმიანობის შესახებ მიიღეს. წევრების დაახლოების მიზნით, შეხვედრაზე გაცნობითი და სახალხო აქტივობები ჩატარდა .
6-8 ივლისს ფონდი სოხუმის წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და თეა თორინავა სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2022 წელს მომზადებული პრაქტიკული გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR1rCpxvDqw8HCIz-iBwYSlKCsF9ITicwIkEr-DVCBOI3ZP5eYZv_ATu3IA) გამოყენებით ტრენინგმოდულის შემუშავების პროცესის დაგეგმვას. ტრენინგმოდული ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავებას გზამკვლევში ასახულ კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერული ძალადობის პრევენციის, რეაგირების საუკეთესო პრაქტიკების, ასევე სტრატეგიების შესახებ და მათ რეპლიკაციას პრაქტიკულ საქმიანობაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE), ქსელი WAVE-ის და პროექტში ჩართული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა).
ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა პროექტი "ვუთხრათ არა ძალადობას!" შეაფასეს. ფორუმ თეატრის მეთოდის დახმარებით დამსწრე საზოგადოებას დაანახეს მწვავე და აქტუალური პრობლემა, რომელიც არსებობს რეალურ ცხოვრებაში.
ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცხო ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვეს და საზოგადოებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრები კი სამშენებლო მიმართულებით კადრების გადამზადებაზე იმუშავებენ, რათა თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად შეხვდნენ .
მეორე ჯგუფის წევრებმა ადვოკატირებისთვის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აირჩიეს . შეხვედრებზე ორივე ჯგუფმა გეგმასა და აქტივობებზე იმუშავა.უკვე შერჩეულია პასუხისმგებელი პირები და ვადებიც განისაზღვრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩია.მათ მომზადეს სამუშაო ადვოკატირების გეგმა, დაიგეგმა კამპანია, გაიწერა კონკრეტული აქტივობები.
სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი შეაფასეს.
მათი თქმით, ფორუმ თეტრის საშუალებით შეძ₾ეს და საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს .
ახალგაზრდული ჯგუფი კიდევ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გეგმავს ფორუმ თეატრის წარმოდგენების გამართვას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლების შედეგად გამოკვეთილი პრობლემები შეაჯამეს.ქალებისთვის , რომლებიც ცხოვრობენ ხურჩაში ,უსაფრთხოების კუთხით პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის განათების არარსებობა.ეს არის გზა ცენტრალური ხიდიდან აფხაზეთის საზღვრამდე.
არა ნაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სანიაღვრე არხების გაუმართაობა,
რაც თავის მხრივ ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ეხება, რადგანაც ძლიერი წვიმების დროს ნათესები და ნარგავები ზიანდება .
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი შეაფასეს.
შეხვედრაზე ფორუმ თეატრში წარმოჩენილი პრობლემის შესახებ დისკუსია გაიმართა, განიხილეს მოგვარების გზები და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მას ესწრებოდნენ ლიდერი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კონფლიქტები, მშვიდობა, უსაფრთხოება და საქართველოს ევროინტეგრაცია. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მას ესწრებოდნენ ლიდერი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კონფლიქტები, მშვიდობა, უსაფრთხოება და საქართველოს ევროინტეგრაცია. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.
26-27 ივნისს ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ორგანიზებითა და ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე.
საქართველოდან კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია და დევნილ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“-ის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი.
კონფერენციამ გააერთიანა სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალი მედიატორები და მშვიდობის მშენებლები. რეგიონული კონფერენციის მთავარ მიზანს მშვიდობის მშენებლობის დარგში სამოქალაქო საზოგადოების ქსელის და ადვოკატირების საგზაო რუკის შემუშავება წარმოადგენდა.
მონაწილეები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს მათ ქვეყნებში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობას, მშვიდობის მშენებლობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის არსებულ გამოცდილებებს, გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
ოჯახური კონფლიქტები, დისკრიმინაცია, ბულინგი, გენდერული თანასწორობა, ფემიციდი- ეს აქტუალური საკითხები ახალგაზრდებმა მათ მიერ შემუშავებული მინი-პროექტებისთვის აარჩიეს.
პროექტის ფარგლებში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების ბაზაზე ფორუმ-თეატრები შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში ორ-ორი სცენარი მომზადდა.
ორი თვის განმავლობაში ახალგაზრდებმა ფორუმ-თეატრის ფორმატის გამოყენებით სულ 42 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრები სხვადასხვა ლოკაციას მოიცავდა: ქალაქებისა და სოფლების სკოლები, დასახლებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
გენდერული თანასწორობის, ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ფემიციდის საკითხებზე არა ერთი დისკუსია გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს პრობლემების აქტუალობაზე და ისაუბრეს გადაჭრის გზებზეც.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს პრობლემები, რომელთა ადვოკატირება უკვე მოხდა. მათ ასევე განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები და მათგან განსაკუთრებით აქტუალურები ამოარჩიეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პრობლემების მოგვარების გზებზე და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზეც დაიწყებენ მუშაობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით