15-25 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრების სერია ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფონდი „სოხუმის“ და ქალთა სამშვიდობო კოალიციის პროექტით.
პროექტის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ადვოკატირების კამპანიებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოიკვეთა იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებების კუთხით.
შეხვედრების მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები, რომელთა პრიორიტეტიზაციის შემდეგ მოხდება ადვოკატირების გეგმების შედგენა და დაიწყება ადვოკატირების კამპანიები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
საჭიროება: სპორტულ მოედნებთან დამონტაჟდეს გარე განათების ბოძები და სკამები. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მუშაობს თემში გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, ადვოკატირების სამოქმედო გეგმაში რა ცვლილებები შეიტანონ, რა რესურსები ჩართონ.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფიც განაგრძობს ადვოკატირებას. ჯგუფის წევრები დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ცდილობენ ეკალ-ბარდებისგან და გაწერილი გეგმის მიხეევით მოქმედებენ.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტზე „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისთვის“ - როგორ მიმდინარეობდა, რა შედეგებს მიაღწიეს. ეს მათი საპროექტო დებიუტი იყო და ძალიან კმაყოფილები არიან.
„მსგავსი პროექტებით იწყება ახალგაზრდების წარმატება და გზა მწვერვალებამდე“, - აღნიშნა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება. ფორმატი - ისევ შერეულია.
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მერკურის“ ძალისხმევით ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილ ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა: იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მეორე შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა. მათ საარჩევნო თემატიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს და გამოთქვეს სურვილი - უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც ცუდად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, დაეხმარონ პლატფორმით სარგებლობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
სამი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
კოკი/ხურჩის ჯგუფთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი: კოკის თემში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენებისა და გართობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ჯგუფმა შეიმუშავა და დაამტკიცა ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყებს აქტიურ კამპანიას ამ კუთხით.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირებიის კამპანიის შედეგად დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დასუფთავება გადაწყვიტა სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა.
მესამე შეხვედრა გაიმართა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ქვეგრანტის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტზე ისაუბრეს. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ინგირი, შამგონა, კახათი - ამ სოფლების მკვიდრ სხვადასხვა ასაკის, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეს პროექტის ფასილიტატორებმა ონლაინ აპლიკაციის არსი, მისი მოხმარების წესები გააცნეს.
შეხვედრების მონაწილეებმა არა მხოლოდ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, არამედ გამართეს დისკუსია არჩევნებთან და ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან დაკავშირებულ თემებზე. მათ აქცენტი გააკეთეს იმ საკითხებზე, რომლებზედაც ისურვებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყურადღების გამახვილებას - უკონტროლო მიგრაციის, დევნილთა ინტეგრაციის, დასაქმების ადგილობრივი პროგრამების და სხვა საკითხებზე.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაეცნონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პარტიის პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
კოკი, ორსანტია, ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში აქტიურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ამომრჩევლები ეცნობიან ონლაინ ხმის მრიცხველ, მის არსს, მნიშვნელობას. პანდემიის რეჟიმის გამო შეხვედრები პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალურად იმართება. მოქალაქეები დიდ ინტერესს გამოხატავენ მოცემული ინოვაციური პლატფორმის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით ჩატარდა შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის ყოფილ სკოლა-ინტერნატის და ვექტორის დევნილთა ჩასახლებებში.
დევნილთა ნაწილში შესამჩნევი იყო ნიჰილიზმი და უნდობლობა საარჩევნო თემატიკის მიმართ და მათ განემარტათ აპლიკაციის პოლიტიკურად ნეიტრალური ხასიათი. მათი განცხადებით, სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს არ აქვთ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ, ამიტომაც მსგავსი აპლიკაცია მათთვის საინტერესოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: შამგონას და ინგირის და ქალაქის სხვადასხვა ჩასახლების დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებთან. შეხვედრის მიზანი - ონლაინ პლატფორმის - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის გაცნობა, რაც თვალსაჩინოს ხდის წინასაარჩევნო პროგრამებს და მოქალაქეს უჩვენებს მის პოზიციასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ სუბიექტს. შეხვედრის მონაწილეებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დააფიქსირეს არჩევნების თემის მიმართ, თუმცა აპლიკაციის იდეით დაინტერესდნენ.
კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის სხვადასხვა ასაკის ქალებთან „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი - ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის“ გასაცნობად მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილეები გაეცნენ „ონლაინ ხმის მრიცხველის“ მნიშვნელობას, კითხვარის შევსების ინსტრუქციას. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარემოს დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების და საბიუჯეტო პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხებით.
ამომრჩევლები ინტერესით ელოდებიან ონლაინ ხმის მრიცხველის პლატფორმაზე ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის და კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტში გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. ქალთა ჯგუფებმა ყველაზე აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელებენ.
სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი საპროექტო განაცხადის დახვეწა იყო. ახალგაზრდებმა ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს, როგორ შეიძლება საინტერესო იდეა პროექტად გადააქციო. უკვე შედეგიც არის: მოამზადეს ორი პროექტი, რომელსაც მალე განიხილავს სპეციალური კომისია.