წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მშვიდობა, ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში“. მონაწილეებმა ჯგუფური და როლური სავარჯიშოების გამოყენებით  მშვიდობის  მნიშვნელობასა და საკუთარ როლზე ისაუბრეს .

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, ექიმებთან შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. რას ნიშნავს ადიქცია(დამოკიდებულება) და როგორ მოქმედებს მარიხუანა და სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთლობაზე-მონაწილეებმა ამ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ქალთა  ფონდ „სოხუმის,, ახალგაზრდა მოხალისეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს. გაიმართა დისკუსია.მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.ფილმების თემატიკა იყო: მიგრაცია, ტოლერანტობა და ოჯახში ძალადობა.

დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების გაყვანა და გაწმენდა. საკითხის მოგვარების თხოვნით ჯგუფის წევრებმა  ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში  წერილები გააგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის შეხვედრაზე ქალბატონებმა ადვოკატირების დინამიკაზე ისაუბრეს და ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ აქტივობები დაგეგმეს.

"მშვიდობა და სამშვიდობო ახალგაზრდული ინიციატივები" იყო ტრენინგის თემა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა.

 მონაწილეებმა  ისაუბრეს ,თუ რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა და დღევანდელ სიტუაციაში გრძნობენ თუ არა თავს მშვიდად და დაცულად. 

მათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში სამშვიდობო ახალგაზრდულ ინიციატივებსა  და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს აქცენტი.

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის ჯგუფის წევრებთან ტრადიციული  შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა გოგონათა საერთაშორისო დღესა და მათ უფლებებზე, ასევე  სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღნიშნამ რომ საქართველოში გოგონათა  უფლებები სათანადოდ დაცული არ არის და სოფლად მცხოვრები ქალები ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ განათლების მიმართულებით უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, კლუბის ლიდერმა, გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა . გააცნო ინფორმაცია დღესასწაულის შექმნის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე;

სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.მონაწილეებს ინტერვიუებიდან გამომდინარე ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე გააცნო.ახალგაზრდებმა მოსაზრებები გაცვალეს, პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს,გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა დისკუსიაც.

ახალგაზრდების თვალით დანახული გენდერული  საკითები-ამ თემაზე სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა იმსჯელეს. ისაუბრეს,რამდენად აქვთ მათ თანატოლებს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და  გენდერული კუთხით არსებული პრობლემები და  გამოწვევები დაასახელეს .

გამოვლენილ პრობლემათა ადვოკატირებაზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა . დეტალურად განიხილეს საკითხები და სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბერის თვის შეხვედრაზე ადვოკატირების დროს გამოვლენილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მიმოიხილეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა,რომ მათ მიერ გამოვლენილი პრობლემები მოგვარდეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან მშვიდობის თემაზე  ტრენინგი ჩატარდა .

მონაწილეებმა ისაუბრეს, რას ნიშნავს მათთვის მშვიდობა.

იმიტირებული სავარჯიშოს დახმარებით იმსჯელეს  რომ მშვიდობისთვის  აუცილებელია დიალოგი, ურთიერთობა, თანამშრომლობა, ნდობა, ტოლერანტობა.

ტრენინგზე გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელვანია ახალგაზრდების  ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.

სოფელ კოკის ქალთა  საინიციატივო ჯგუფი კი გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე მუშაობს . შეხვედრაზე მონაწილეებმა  ერთმანეთს  ადვოკატირების კუთხით მიღწეული შედეგები გაუზიარეს, ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.

 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა- ამ ინფორმაციით დაიწყო შეხვედრები წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთან. მონაწილეებმა გენდერულ თანასწორობასა და  ქალთა უფლებებზე ისაუბრეს.გაიმართა დისკუსია.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლად მცხოვრები ქალის  დღე აღნიშნეს. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც სოფელში მცხოვრები ქალები აწყდებიან-ოჯახებში არსებული გენდერული დისბალანსი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას.

 ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები დასახული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ფიქრია ხაჭაპურიძეს შეხვდნენ.

მონაწილეები გაეცნენ  ინფორმაციას  სოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიგეს, თუ ვის და როგორ შეუძლია სარგებლობა მოცემული პროგრამებით.საკითხმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა,რომ აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი  გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია იხილეს.გაიგეს დღის შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.

კლუბის წევრები გენდერული თანასწორობის შესახებ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ.

დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს პრობლემების მოგვარებისა და  ცნობიერების ამაღლების გზებზე.

შეხვედრაზე კლუბში ახალი წევრები მიიღეს.

სენაკში, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  დონორი ორგანიზაციის (USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო)წარმომადგენლები: ეკატერინე  გამეზარდაშვილი და  გიორგი ხეჩინაშვილი სტუმრობდნენ.

შეხვედრის  პირველ ნაწილში მონაწილეებმა პროექტის შედეგებზე ისაუბრეს .

სამშვიდობო საქმიანობა, კვლევებში მონაწილება, ადვოკატირება, არაფორმალური დებატები, ფსიქოლოგთან შეხვედრები, ტრენინგები, ქართულ-აფხაზური შეხვედრები - ჯგუფის წევრები ამ ძირითად სეგმენტებს ანიჭებენ უპირატესობას და მიაჩნიათ, რომ პროექტში ამ მიმართულებით ჩართულობამ მათზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.

შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე: გოგონათა უფლებებსა და  სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაზე.   მონაწილები თვლიან, რომ მენტალური მიზეზებიდან გამომდინარე გენდერული თანასწორობის კუთხით  ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები