ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრაზე მონაწილეობდა 10 ქალი 15-დან 68 წლამდე. საუბრის თემა იყო ურთიერთობა დაძალების და საყვედურების გარეშე ანუ არაძალადობრივი კომუნიკაცია. ჩამოაყალიბეს აგრესიის გარეშე ურთიერთობის წესები, რაც აუცილებელია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, სუიციდის პრევენცია - ამ თემას მიეძღვნა ფსიქოლოგის კონსულტაციები ფოთის, ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სუიციდის შემთხვევებზე. ეს იყო სუიციდის პრევენციის პრაქტიკული ნაწილი, რა შემთხვევაში მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, როგორ მოიქცნენ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საფრთხე.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო საუბარი - როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობებისა და ძალადობის პრევენციისთვის?
ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ესწრებოდა 15 ბენეფიციარი.
დარდი, უიმედობა, ცხოვრების უაზრობა და შინაგანი კრიტიკოსის ხმა ხელს გვიშლის თავისუფალ ცხოვრებასა და ნაყოფიერ მოქმედებაში. რა ხდება, როცა არაფერს ვაკეთებთ და ნეგატიური ემოციები სადღაც სიღრმეებშია დაბლოკილი? ეს დეპრესიის განვითარების წყაროა და შემდეგ საჭიროა ძალისხმევა და დრო, რათა გავარღვიოთ ბნელი წრე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა სექტემბერში კიდევ ორი გეგმით გათვალისწინებული შეხვედრა მოაწყვეს ფსიქოლოგთან - 13- ში ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და 14-ში - სენაკში.
ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე საუბარი მიეძღვნა ასერტული ურთიერთობების, ანუ ძალდატანების გარეშე ურთიერთობების თემას. მონაწილეები დაინტერესდნენ ამ თემით. მათ ახლებურად, სხვა მხრიდან შეხედეს თავიანთ ქცევას ახლობელ ადამიანებთან. ასერტულობის გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული, სერიოზულ მომზადებას და პრაქტიკას მოითხოვს, ვინაიდან ადამიანთა უმეტესობა მიჩვეულია ურთიერთობის სხვა სტილს - პასიურს, აგრესიულს, მანიპულატორულს. ფსიქოლოგის რჩევები დაეხმარა მონაწილეებს, დაენახათ ასერტული ურთიერთობის სპეციფიკა და უპირატესობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)






13 მონაწილე ესწრებოდა ფსიქოლოგის ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრას ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო „კომუნიკაცია ძალადობის გარეშე“. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. ისინი საუბრობდნენ საზოგადოებაში გავრცელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე, ჰარმონიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ფსიქოლოგმა საჭირო რჩევები მისცა შეხვედრის მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



20 ივლისს ფონდი „სოხუმი“ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრ „პანაცეას“ ესტუმრა. ცენტრი მესამე თვეა ფუნქციონირებს ხონში. მისი პერსონალი დღემდე მოხალისეობრივად ემსახურება საკმაოდ სენსიტიურ ჯგუფს და ცდილობს, ბავშვებს შეუქმნას კომფორტული და ადაპტირებული გარემო. ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით აქცია მოეწყო: შეგროვდა სათამაშოები, წიგნები და სხვადასხვა გასართობი ნივთები. აქციას შეუერთდა საკანცელარიო მაღაზია შპს „მომავალთათვის“, რომელმაც სხვადასხვა სახის საკანცელარიო ნივთები გამოყო ბავშვებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა 3 შეხვედრა ჩაატარა მაისში - წყალტუბოში, სასტუმრო „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან, სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი) და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
შეხვედრებზე თემის - ფსიქოლოგიური ძალადობა - მიმოხილვის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება ფსიქოლოგიური ძალადობის იდენტიფიცირებისათვის. ფოთში მცხოვრები ქალების პასუხებში ნაკლებად იგრძნობოდა სტერეოტიპული აზროვნება და მენტალიტეტის პრობლემა, რაც ხონსა და წყალტუბოში მკვეთრად გამოიხატა - ქალბატონებმა ფსიქოლოგიური ძალადობის მაინდეტიფიცირებელი გამოთქმები და ქმედებები „ნორმად“ აღიქვეს.
მონაწილეებმა საკუთარი თუ სხვისი ისტორიების მეშვეობით განიხილეს ფსიქოლოგიური ძალადობის ყველაზე გავრცელებული მეთოდები და მათზე რეაგირების შედეგიანი ფორმები.
