ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.

გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო  კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.

კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი  საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.                                                                                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თათა კალანდაძემ 2, 8 და 14 აპრილს ჩაატარა კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.  მონაწილეთა რაოდენობა იყო 30, შეხვედრების თემა კი - თვითკონტროლი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თვითკონტროლის ფენომენსა და თვითრეგულაციაზე,  გამომუუშავდათ უნარ-ჩვევები, რათა განსაზღვრონ ადეკვატური ქცევა პრობლემათა და კონფლიქტთა პრევენციისათვის.
ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, თემა  ერთნაირად საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა ყველასთვის. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ფსიქოლოგის კონსულტაციები ჩატარდა 2, 6 და 7 აგვისტოს. წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრების თემა იყო: სტერეოტიპებით გამოწვეული სოციალური სტიგმა-დისკრიმინაცია.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საკრებულოში პირველად გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრა-კონსულტაცია. დამსწრეთა  შორის იყვნენ  როგორც თანამშრომლები, ასევე სოფელში მცხოვრები ქალბატონები. ფსიქოლოგმა მათ გააცნო ორგანიზაციის სამუშაო სპექტრი და სერვისები, შემდეგ კი ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, სტერეოტიპებსა და სოციალურ სტიგმაზე. შეხვედრამ მათი დიდი ინტერესი და საუბრის გაგრძელების სურვილი გამოიწვია. მაღალი იყო ქალთა აქტიურობა წყალტუბოსა და ფოთში ჩატარებულ შეხვედრებზეც.
 
            პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1, 7 და 11 მაისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 21 პირს.
წყალტუბოსა და ხონში შეხვედრის თემა იყო პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა. ქალების აქტიურობის ფონზე გაანალიზდა პასუხისმგებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კი გაიმართა ორი ინდივიდუალური შეხვედრა კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და დაიგეგმა მომდევნო ვიზიტები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
25-დან 65 წლამდე ასაკის 19 ქალბატონი დაესწრო შეხვედრებს ფსიქოლოგთან სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თემაზე - როგორ გავუმკლავდეთ აგრესიულ სტრესს.
სტრესის გაზომვის კუთხით ჩატარებულმა მუშაობამ აჩვენა, რამდენად მაღალია სტრესის აღქმა ქალების მხრიდან.
აღინიშნა, რომ რაც უფრო მეტი სტრესული სიტუაცია მოდის ჩვენს წილზე დროის უმოკლეს პერიოდში, მით მეტი ენერგიის დახარჯვა გვიწევს და მით უფრო ადვილად შეიძლება შეგვეყაროს ნებისმიერი დაავადება.
შეხვედრებზე გაკეთდა   რელაქსაციისა და აუტოტრენინგის სავარჯიშოები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

DSC01160სენაკის, ქუთაისის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგი შეხვდა 28 ქალბატონს 22-დან 65 წლამდე.
საუბრის თემა: ქალური შიშები, შიშის ენა და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
შიში ყველას უგრძვნი, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ დაამარცხოს შიში.
ფსიქოლოგის რეკომენდაციებიდან:
სანამ შიში მნიშვნელოვან ინტენსივობას არ მიაღწევს და პანიკაში არ გადაიზრდება, გაურკვევლობასა და შიშის მიზეზებზე უნდა იმოქმედოთ - ანუ გააფართოოთ თქვენი ცოდნა, ისწავლოთ პრიორიტეტების დასმა, პრობლემას ყველა მხრიდან შეხედოთ და გააანალიზოთ. თხოვნაც უნდა შეძლოთ, სიამაყის მიუხედავად - თუ არ თხოვთ, ვინ დაგეხმარებათ?

 

DSC01179  DSC01223

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მარტში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჯგუფური კონსულტაცია ჩაატარა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო ტრადიციული კულტურის გავლენა ქალის ფსიქო-სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

პატრიარქალურ-ტრადიციული კულტურის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქალები ხშირ შემთხვევებში ხდებიან ფსიქო-სექსუალური პრობლებემის მსხვერპლნი, რაც საფრთხეს უქმნის წყვილთა შორის ჯანსაღ ურთიერთობებს.

დამსწრეთათვის თემა საინტერესო აღმოჩნდა და შეხვედრაც ინტერაქტიულად წარიმართა.

ფოთისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ძირითადად, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა. ზოგი ქალბატონი საჭიროებდა ერთჯერად კონსულტაციას, ზოგთან კი დაიგეგმა განმეორებითი ვიზიტი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ოჯახური ბედნიერების საფუძვლები - ამ თემაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგიურ ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. როგორ და რა ნიადაგზე იგება ოჯახური ბედნიერება, რა გზითაა შესაძლებელი ძალადობის პრევენცია - ამ საკითხებზე აქტიურად მსჯელობდნენ შეკრებილები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ქალების ნათქვამი, რომ  ოჯახში კეთილდღეობის ფაქტორებია - ქალის სასიამოვნო ლაპარაკი, უანგარობა და ორმხრივი პასუხისმგებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
 
გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 17-დან 65 წლამდე ასაკის 36 ქალი.
საუბრის ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისები და მათი დაძლევის გზები. მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო მასალა - როგორ გავარკვიოთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, კრიზისის 8 სიმპტომი, რეკომენდაციები - როგორ მოვიქცეთ კრიზისის დროს.
ჯგუფური შეხვედრების შემდეგ ჩატარდა ინდივიდუალური თერაპიის 2 სეანსი ოჯახურ ურთიერთობებში არსებულ კრიზისულ პრობლემებზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ბიბლიოთეკაში მოაწყო. შეხვედრას 20-დან 65 წლამდე ასაკის 13 მონაწილე დაესწრო. საუბრის თემა აქტუალური იყო ყველასთვის - კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

ითქვა, რომ კონფლიქტის დროს ჩვენ არასასიამოვნო შეგრძნებების მთელ გამას განვიცდით - წყენას, სიბრაზეს, დანაშაულს, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, წყენას. ეს განცდები სხვა ბევრ მიზეზს შორის იმასაც ნიშნავს, რომ ურთიერთობების დროს არ შეგვიძლია საკუთარი მოთხოვნილეების დაკმაყოფილება.

შეხვედრაზე დაისვა ბევრი შეკითხვა, იყო განმარტებები და რეკომენდაციები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები