ვორკშოპის მონაწილებმა ისაუბრეს კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და მის მნიშვნელობაზე.
როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე მოისმინეს ინფორმაციები ვორკშოპის მონაწილე ქალებმა.
მათი აზრით, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და დროულად ჩაერიოს ოჯახურ კონფლიქტებში, რადგან ამ დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდეს.
დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. როგორც აღნიშნეს, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
ვორკშოპები ჩატარდა ჯგუფებთან ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ შეხვედრებთან ერთად ხშირად ეწყობა ფსიქოლოგიური კონსულტაციები ცალკეულ ადამიანებთან. ასე იყო ამჯერად სენაკში. ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა ბენეფიციარის თხოვნით, რომელიც იმყოფება მანიპულაციის ქვეშ. მუშაობა წარიმართა ტრავმებთან, შიშებთან, გამოყენებული იყო ასოციაციური ბარათების მეთოდი. ინდივიდუალური მუშაობა გაგრძელდება.
იანვარში ჩატარდა 7 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია ბენეფიციარს, რომელმაც მოგვმართა ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფრიდან) და გვთხოვა, დავხმარებოდით მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში. შეივსო ანკეტა, რომელიც სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. ქეისზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.
- კონფლიქტების მართვა შეუძლებელია, თუ ადამიანს არ შეუძლია სწორი თვითშეფასება. მე კონფლიქტური ადამიანი ვარ. ახლა მივხვდი, მიზეზი ჩემი არასწორი წარმოდგენაა საკუთარ თავზე. ამიტომ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად უნდა შევხედო. ეს კარგი გამოცდილებაა, ურთიერთობისას და კონფლიქტების მართვაში დამეხმარება.
- მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში მოძალადედ ყალიბდები და პირიქით, დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, მაღალია მსხვერპლად ქცევის ალბათობა. საკუთარი თავი კარგად უნდა შევისწავლოთ, ეს ჩამოაყალიბებს სწორ თვითშეფასებას.
ასეთი იყო ახალგაზრდების აზრი ქუთაისის, სენაკის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ვორკშოპებზე, სადაც თვითშეფასების თემა ინტერესით განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდ „სოხუმსა“ და კლინიკა „უნიქალმედის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ექიმთა ჯგუფის ჩაყვანას და ბენეფიციარებისათვის უფასო კონსულტაციების უზრუნველყოფას. კონსულტაციები ჩატარდება ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
ვის როგორ ესმის თვითშეფასება, რამდენად ვიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, რა კავშირშია თვითშეფასება ძალადობასთან - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ვორკშოპები, რომლებიც ქალების ჯგუფებთან ჩატარდა წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.
შეხვედრებზე მონაწილეებმა მოისმინეს ცოცხალი ისტორიები. მათში ნათლად გამოჩნდა, რომ დაბალი თვითშეფასება ხშირად ხდება ქალებისთვის დამამუხრუჭებელი. მათი აზრით, არასწორი თვითშეფასება კონფლიქტების განვითარების მიზეზია, ამიტომაც კონფლიქტების მართვა მხოლოდ ადეკვატური თვითშეფასებით არის შესაძლებელი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- როგორ შუქდება ძალადობის პრობლემა მედიაში, როგორ მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია ძალადობის ფაქტებზე და რამდენად ემსახურება ძალადობის პრევენციას - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ქალების ჯგუფთან ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში. ვორკშოპები ჩატარდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით.
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მედიასაშუალებები, ძირითადად, მაშინ ინტერესდებიან ამ ფაქტებით, როცა მკვლელობა ხდება, როცა მომხდარს უკვე არაფერი შველის.
მონაწილეთა აზრით, მედია ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია ძალადობის პრევენციაში და მისი გამოყენება უფრო ეფექტურად უნდა ხდებოდეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მენტალიტეტი, პიროვნული ფასეულობები და ღირებულებები რა კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან, რამდენად შესაძლებელია ასეთი კონფლიქტების მართვა - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში.
მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს, რას ნიშნავს მათთვის იდენტობა და საკუთარი ისტორიების განხილვით ჩაერთნენ დისკუსიაში.
- მე სოფელში ვცხოვრობ, ვთვლი, რომ მდიდარი ოჯახი მაქვს. მყავს ბევრი ძროხა, ქათმები. არ მაკლია საჭმელ-სასმელი. ეს ჩემთვის ფასეული და ღირებულია. სამი ბიჭი მყავს. რძალმა რომ გამომიცხადოს, ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მაინტერესებსო, კონფლიქტი გარდაუვალია.
- არ მიყვარს, ქალი რომ სიგარეტს ეწევა. ჩემს ოჯახში სხვა ფასეულობები არსებობს. თუ ვინმე ამ მენტალიტეტს დაარღვევს, ბუნებრივია. კონფლიქტი შეიქმნება.
ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრი. მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილება თუ გვინდა, აუცილებელია პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ღირებულებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- ქალთა მიგრაციის თემაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. უმეტესობის აზრით, ქალი არ უნდა წავიდეს, არ უნდა დატოვოს შვილები. იმაზე ნაკლებად საუბრობენ, რომ ქალი სწორედ ოჯახის და შვილების გამო იღებს ამ გადაწყვეტილებას.
- თუ ოჯახში კონფლიქტია, ხშირად მიგრაცია საუკეთესო გამოსავალია. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს ქალთა მიგრაციის მიმართ. თუ ქალის წასვლით ოჯახში კონფლიქტი იქმნება, ეს მხოლოდ ქალის კია არა, ოჯახის დანარჩენი წევრების დანაშაულიც არის.
ასეთი მოსაზრებები გამოითქვა ქალების ჯგუფთან გამართულ ვორკშოპებზე ფოთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პიროვნული ფასეულობები და მათი კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან - ამ თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებთან გამართულ ვორკშოპებზე ხონში, ფოთსა და კოკში.
ახალგაზრდების მოსაზრებები ასეთი იყო:
- პიროვნული ფასეულობები ყოველთვის განსხვავებულია ადამიანებში. რაც არ უნდა ძველმოდური იყოს, ოჯახური ტრადიციები ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, ჩემი საცოლე როგორი ოჯახიდან არის. მე ასეთი ვარ და ასეთად დავრჩები.
- არ მომწონს, როცა გოგონები რეგიონებიდან თბილისში ჩადიან და, ვითომ „თავისუფლები“, საკუთარ მეს ივიწყებენ და ბოიფრენდებს იჩენენ. საკუთარი იდენტობა ყველგან უნდა შევინარჩუნოთ.
- ოჯახში თუ ერთმანეთის ფასეულობებს პატივს არ სცემენ, მუდამ იქნება კონფლიქტი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)