3ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი შეხვდა წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს, რომელთაც გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები სოციალურ, შრომის და საოჯახო საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე მომზადდა წუწუნავას ქუჩის მცხოვრებთა განცხადება და შეტანილ იქნა ოზურგეთის მერიაში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ოქტომბერში ჩატარდა 12 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალბატონი.

შეხვედრებზე მოხდა ქალების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონის კონკრეტული პუნქტების მიხედვით, ასევე არჩევნებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ქალი-დეპუტატების აუცილებლობაზე პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. გაიცა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. ერთ-ერთი ბენეფიციარის 15 წლის შვილი გახდა ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან. კონსულტაციის შემდეგ ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქალბატონი გადაამისამართა იურიდიულ ბიუროში, რათა ადვოკატმა დაიცვას მისი უფლებები სასამართლოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში,  უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ. ჰქონდათ სხვადასხვა სახის იურიდიული კითხვები, რომლებზეც გაიცა კონსულტაციები. ასევე წამოიჭრა წყლის, კანალიზაციის და შიდა გზების პრობლემა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ივლისში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა  12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. ოჯახში ძალადობის  და საოჯახო სამართლის საკითხებზე გამართულ ჯგუფურ შეხვედრებს დაესწრო 53 ქალი. გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ერთი ქალი. გაიცა 3 ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა ალიმენტის და თანასაკუთრების მიღების სამართლებრივ გზებს. ადვოკატირებისთვის მოხდა მათი გადამისამართება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში  გაიმართა იურისტის შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ ქალებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16-დღიანი კამპანიის შესახებ. ბენეფიციარების კითხვები ეხებოდა დამცავ მექანიზმებს და პრევენციულ ღონისძიებებს.
იყო ინდივიდუალური კონსულტაცია უძრავი ქონების კანონიერ შესყიდვასთან და განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 

 

თებერვლის ბოლოს იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში. მოსახლეობამ ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: ბუნებრივი აირის მილების ჩაყრის გამო გაფუჭებული საავტომობილო გზა და ზაფხულში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ჭებში წყლის დაშრობა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დაიწერა განცხადება, რომელსაც დასახლების 80-მა პროცენტმა მოაწერა ხელი. შედეგად - უნდა გადაიჭრას კვირიკეთში  იდენტიფიცირებული პრობლემები.

იურისტი ასევე შეხვდა ქალაქ ოზურგეთის  მუზეუმის დირექტორს, რომელმაც თავის მხრივ მუზეუმის რეაბილიტაციის პრობლემა გამოკვეთა. საკითხი დაისვა კულტურის მინისტრის წინაშე და მიღებულია შეპირება, რომ  ახლო მომავალში მოხდება მუზეუმის სრული რეაბილიტაცია.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა მაისში 7 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა დევნილთა ჩასახლებებში. შეხვედრებს ესწრებოდა 51 მოქალაქე. მათი მთავარი პრობლემებია: უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, განსახლება, ფართებით დაკმაყოფილება, გაზიფიცირება, ფართების დაკანონება, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები.
შეხვედრის დამსწრეების ინტერესებიდან გამომდინარე, იურისტმა მიაწოდა მათ ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების უფლებებზე.
იურისტმა ასევე განცხადება მოუმზადა ერთ სოციალურად დაუცველ ქალბატონს ჯანმრთელობის გამოკვლევისა და მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
 
15 ივნისს ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი შეხვდნენ ქუთაისის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და მათ პედაგოგებს. სულ ესწრებოდა 12 ადამიანი. ბენეფიციარებმა ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. გამოთქვეს სურვილი, რომ იყვნენ დასაქმულები და ჩართულები ქალაქის ცხოვრებაში. მათ სტუმრებს სიამაყით დაათვალიერებინეს ხელნაკეთობები (ნაქარგები, ნახატები, სამკაულები).
ფსიქოლოგმა ჩაატარა არტთერაპიის პირველი კურსი და ინდივიდუალური კონსულტაცია. იურისტმა კი გასცა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის კანონის შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
3 სექტემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მონაწილე 8 ქალმა მოისმინა საუბარი თემაზე - საჯარო  ინფორმაციის მიღების და გამოთხოვის  თავისებურებანი. ინფორმაციები, რომლებზეც წვდომა და მოთხოვნის უფლება გვაქვს. 
გაიცა კონსულტაცია მცირეწლოვანი ბავშვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
იურისტის საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალები და მამაკაცები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი ინფორმირებულობა სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, მათი პრობლემების გამოვლენა და მოგვარების გზების ერთობლივი ძებნა.
კოლექტიური ცენტრის მთავარი პრობლემები:  არ არის  დაგებული კორპუსამდე მისასვლელი გზის საფარი, არ არის გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის. გადაწყდა, მომზადდეს ერთობლივი განცხადება ადგილობრივი ხელისუფლების სახელზე.
ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია მრავალშვილიან ოჯახზე, მათთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები