ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ჩაატარა წალენჯიხის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 24-მა ბენეფიციარმა. გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება ფსიქოთერაპიული სესიები.
ასევე ტარდება ინდივიდუალური ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 12 ადამიანთან. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს კი აქვთ შესაძლებლობა, ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიიღონ კონსულტაციები - ამ შესაძლებლობით ისარგებლა 21-მა ბენეფიციარმა (მათგან 3 ახალია) და ორმა ოჯახურმა წყვილმა.
ერთ-ერთმა 43 წლის ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება უფრო აეწყო: „მადლობელი ვარ თქვენი, უკეთესი განწყობა მაქვს და სულიერი წონასწორობა. თქვენთან ურთიერთობისას იყო პოზიტიური და ნდობით სავსე ატმოსფერო. ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და სურვილს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დავითი პირველი უკრაინელია, რომელიც ქუთაისში დაიბადა. ბიჭუნას დედაა მარია ფესინა-რუხაძე. 9 თვის ორსული ქალი ძლივს გამოვიდა დონეცკიდან, ჯერ ლვოვში ჩავიდნენ, მერე - პოლონეთში და საზღვარზე 9-საათიანი ლოდინის შემდეგ ჩამოფრინდა თბილისში, იქიდან კი - ქუთაისში.
მის ჩამოსვლამდე ქალთა ფონდ „სოხუმს“ თერჯოლიდან დაუკავშირდა ელისო რუხაძე. გვთხოვდა, დავხმარებოდით უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკვე გზაში იყო - მოგვეძებნა მისთვის ექიმი. მას ბევრი გაეგონა ჩვენს ორგანიზაციაზე და იცოდა, რომ დახმარებას ვუწევდით უკრაინელ ლტოლვილებს.
სანამ მარიამ ქუთაისამდე ჩამოაღწია, ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ოპერატიულად შეაგროვა ინფორმაცია, სად შეიძლებოდათ მიეღოთ ორსული. გვერდში დაგვიდგა კლინიკა „ბომონდის“ დირექტორი მამუკა მიქაძე - კლინიკამ ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დავითი 5 მაისს დაიბადა (ექიმი - ნინო რამიშვილი).
ფორუმ-თეატრმა მაისი აქტიური მუშაობით დაასრულა. 4 სცენა წარმოადგინა ქუთაისის ბოტანიკური ბაღში, სადაც მონაწილეობა მიიღო გენდერული კლუბის ჩატარებულ ღონისძიებაზე. შემდეგ კი წარმოდგენები გამართა „SOS - ბავშვთა სოფელში“.
მაყურებლებისთვის საინტერესო იყო ყველა სცენა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადრება მაინც მიგრაციამ და შვილებისა და მშობლების ურთიერთობამ მიიპყრო. ამ აქტუალურმა თემებმა სადისკუსიოდ განაწყო შეკრებილები. მაყურებელი წარმოდგენებშიც აქტიურად ჩაერთო.
ფორუმ-თეატრის განახლებული გუნდი ონლაინ მუშაობის შემდეგ სიამოვნებით ურთიერთობს მაყურებელთან, მსჯელობს პრობლემებზე და ეძებს იდეებს ახალი წარმოდგენებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- ეს 10 დღე ნაყოფიერად დატვირთული იყო. ბავშვებს მოეწონათ თამაშები: სახალისო მათემატიკა, შინაური ცხოველები, ინგლისური და ქართული ანბანი, რუბიკის კუბიკების აწყობა... ჩვენ ერთად ვხატავდით, ვძერწავდით, ვკითხულობდით ზღაპრებს, ვუყურებდით ანიმაციურ ფილმებს, ვცეკავავდით, ვთამაშობდით, ვისწავლეთ ფერადი ფურცლებისგან ვარდების გაკეთება. თან ბევრს ვლაპარაკობდით. მისვამდნენ შეკითხვებს და მეც ვპასუხობდი მათთვის გასაგებ ენაზე, - ამბობს ანა ლომიძე, სარეაბილიტაციო ცენტრის არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრი წელს გაიხსნა ქუთაისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში. აქ 10-15 დღე შეუძლია იცხოვროს ქალმა ბავშვებთან ერთად. მასთან მუშაობენ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი.
ბავშვები რომ უყურადღებოდ არ დარჩნენ და თავისუფალი დრო საინტერესოდ გაატარონ, ცენტრში არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტმა დაიწყო მუშაობა. ანას ჯერ მხოლოდ ერთ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ უკვე აქვს სათქმელიც და წარმატების პატარა ისტორიაც.
ჭრა-კერვის ახალი კურსი დაიწყო ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ქალებმა კარგად შეისწავლონ ეს პროფესია. კურსის მასწავლებელი ამიდა ახალაია სიამოვნებით გადასცემს თავის ცოდნას და გამოცდილებას ახალი კურსის სამ მონაწილეს, რომლებიც ინტერესით და მონდომებით ეუფლებიან ახალ საქმეს.
როგორც ფახულანელები ამბობენ, ეს მხარდაჭერა ახალ შესაძლებლობებს უხსნის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრებს ახალი ფორმატი შევძინეთ...
შეხვედრების პირველ ნაწილში მონაწილეებმა თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები მოისმინეს, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეხებოდა ( კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ http://fsokhumi.ge/.../inf.../item/11591-2021-09-27-05-57-02). გაეცნენ ასევე ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობასაც (https://sosfsokhumi.ge/).
მეორე ნაწილში კი საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.
მაია ქარდავა, ლამზირა მალიჩავა, მაცაცო ხახუბია, მაკა ჭელიძე, ნათია ჯიმშელეიშვილი, შორენა შონია, სოფიო კუხალაშვილი - ეს არის იმ ქალბატონებიოს ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.
ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მცირე გრანტების ყველაზე საინტერესო ეტაპიც დაიწყო...
საპროექტო კომისიის წევრებმა გააჟღერეს თავიანთი გადაწყვეტილებები და ჯგუფების წევრებმაც დაიწყეს სამუშაო პროცესი.
ახალგაზრდებმა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს შეხვედრები, შეადგინეს პროექტის სამუშაო გეგმა, განსაზღვრეს განსახორციელებელი აქტივობები და შემსრულებელი პირები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მორიგი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ყურადღება გამახვილდა აპრილში გამართული ტრენინგების ციკლზე. მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები იყო ინფორმაციული, მარტივად აღსაქმელი და პრაქტიკული.
- ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ტრენინგებში მონაწილეობა, ყოველი ახალი თემა ახალი შესაძლებლობების მომცემია, მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მაისის სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ ყოველი მათგანი შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აქტიურ მოქალაქეებად მათ ჩამოყალიბებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- რა დროც არ უნდა გავიდეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ყოველთვის მტკივნეული იქნება კონფლიქტზე საუბარი, თუმცა მაინც საჭიროა ლაპარაკი.
- სამწუხაროდ, დღესაც ხდება საქართველოს საზღვრების გადაწევა, დღესაც იტაცებენ ადამიანებს საკუთარი ტერიტორიებიდან.
- საშინელებაა, როცა ახ;ობლების საფლავებს შორიდან უყურებ.
- ჩვენ არ გვინდა ომით დაბრუნებული აფხაზეთი.
- ბევრმა არც იცის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ.
- ყველა სოციალური დახმარება გაიზარდა და დევნილის შემწეობა წლებია, ერთსა და იმავე ნიშნულზე დგას.
- რამდენი წელი გავიდა და კიდევ არიან ბინით დაუკმაყოფილებელი დევნილები.
ეს ორდღიანი ტრენინგის მონაწილეთა სიტყვებია. აქედანაც ჩანს, რა საკითხებზე იყო აქცენტები და მსჯელობა...
ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის ასისტენტები და 5 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, სენაკი) დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის 50 წევრები.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ნაყოფიერი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართული შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტებში.
სამოქალაქო ატივისტებმა, თვითმმართველობების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებმა მსხვერპლთა დახმარების ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზე გააკეთეს აქცენტი და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დახმარების ერთიანი ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, მხოლოდ მაშინ ექნება რეაგირებას ეფექტი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ კოორდინაციის გაძლიერების კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)